მსოფლიო
ირინა სარიშვილი : "ამ ფოტოებს ვდებ დაუნის სინდრომიანი ბავშვების დედებისთვის"
2017-10-19 12:06:48
ირინა სარიშვილი იმ ტყუპების ორ ფოტოს ავრცელებს, რომელსაც უკვე თვეებია თავად ზრდის:
"ბარბარე და მარიამი 3 თვის – პირველი დღე შინ...
ბარბარე და მარიამი 10 თვის...
ამ ფოტოებს ვდებ არა იმისთვის, რომ მაქოთ და მადიდოთ, არამედ იმის სათქმელად ყველასთვის და პირველ რიგში დაუნის სინდრომიანი ბავშვების დედებისთვის, რომ:
ეს არის შედეგი უპირობო სიყვარულის, და არა უბრალოდ უპირობო სიყვარულის, არამედ იმის, რომ ჩვენ ვებრძვით დაავადებებს და ჩვენ არ ვებრძვით იმ "ზედმეტ" ქრომოსომას, რომელიც სულაც არ არის ზედმეტი – პირიქით – ჩვენ გვაკლია!" - წერს სარიშვილი
კომენტარები