0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის“

ვინაიდან საქართველოს რიგ რეგიონებში უკვე მოთოვა და ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, დროა მოამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის. მიმართეთ „თეგეტას“ სერვის ცენტრებს და ისარგებლეთ სპეციალური სეზონური შეთავაზებებით საბურავებზე, აკუმულატორებზე, ძრავის ზეთებსა და ფილტრებზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, მინის მწმენდებზე, ანტიფრიზსა და სხვა სეზონურ პროდუქციაზე. შეთავაზებები მოქმედებს „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში.

თუ თქვენმა ავტომობილმა  უპრობლემოდ იარა ზაფხულის სეზონი და ტექნიკურად გამართულია, ეს არ ნიშნავს,  რომ ის ზამთარშიც გამართულად იმუშავებს. თუ თქვენი ავტომობილი ზამთრისთვის წინასწარ არ მოამზადეთ, მან შესაძლოა ტემპერატურის ვარდნის შემდეგ ნებისმიერ დროს გიმტყუნოთ. ამიტომ აუცილებელია შევამოწმოთ დაკარგული აქვს თუ არა თვისებები გაგრილების სითხეს (ანტიფრიზს), ასევე უნდა შემოწმდეს  აკუმულატორის მდგომარეობა, ვინაიდან ზამთარში აკუმულატორზე დატვირთვა იზრდება და შეიძლება თქვენი ავტომობილი მოულოდნელად აღარ დაიქოქოს.  აქციის ფარგლებში „თეგეტა“ ანტიფრიზისა და აკუმულატორების შემოწმების სერვისს სრულიად უფასოდ გთავაზობთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც დამოკიდებულია თქვენი უსაფრთხოება, ასევე ერთადერთი ნაწილი რითიც ავტომობილი გზის საფარს ეხება საბურავებია. ზაფხულის საბურავს ნაკლები რეზინის შემცველობა აქვს და შესაბამისად ის უფრო ხისტია, რის გამოც ზამთარში კიდევ უფრო უხეში ხდება, ასეთი საბურავი უფრო მეტად ცურავს, უჭირს დამუხრუჭება და ზამთარში მისი გამოყენება არა თუ არარეკომენდირებული, არამედ სახიფათოა. ზამთრის საბურავებში რეზინის შემცველობა გაცილებით მაღალია, ამიტომ ის უფრო რბილია და უკეთესად ეჭიდება სველ და ცივ ზედაპირს, რაც მოცურებისგან იცავს ავტომობილს. როდესაც ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსზე ქვემოთ დაეცემა,  უნდა გამოვიყენოთ ზამთრის საბურავები. „თეგეტა“ გთავაზობთ მსოფლიო წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული  ზამთრის საბურავების ყველაზე დიდ არჩევანს. ასევე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საბურავების შენახვის სერვისით და ზაფხულის საბურავები შეინახოთ „თეგეტას“ „საბურავების სასტუმროში“, სადაც შენახვის ყველა სტანდარტი დაცულია.

თქვენი კომფორტისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამოდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს და სწრაფად მიიღოთ სასურველი სერვისი, აღნიშნული სერვისის მისარებად დაუკავშირდით „თეგეტას“ ცხელ ხაზს (+32) 226 44 44.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...