0 5 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ეს რეფორმა დაასრულებს საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესს" - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

   „ევროკავშირმა წლის დასაწყისშივე გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საფუძვლიანი შესწორებების შეტანა ფართომასშტაბიანი და ყოვლისმომცველი კონსულტაციების საფუძველზე წარიმართებოდა და განამტკიცებდა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ჩვენ მივესალმეთ საქართველოს პარლამენტის მტკიცე განზრახვას ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების გამართვისა და მისი რეკომენდაციების კონსტიტუციაში სრულად ასახვის შესახებ.ევროკავშირის წარმომადგენლობა იზიარებს ვენეციის კომისიის გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეფორმა დაასრულებს საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესს.

  მიუხედავად ზემოთქმულისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების გადავადებასთან დაკავშირებით. ასევე, კომისია გამოთქვამს რამდენიმე კონკრეტულ რეკომენდაციას რელიგიის თავისუფლების საკითხზე და მართლმსაჯულების სფეროში.რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციურ ძალებსა და პროცესის სხვა მონაწილეებს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებს, ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს, რომ კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის საკითხზე უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სათანადოდ არ იქნა გამოყენებული.ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით გამოვთქვამთ რწმენას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ერთგული დარჩება თავისი განზრახვისა, დაუშვას საარჩევნო ბლოკების შექმნა და შემოიღებს სამპროცენტიან ბარიერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის;ასევე, გააუქმებს ბონუსს გამარჯვებული პარტიისთვის მას შემდეგ, რაც სრულად იქნება შემოღებული პროპორციული საარჩევნო სისტემა2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს ყველა შესაბამის პოლიტიკურ მოთამაშეს, გააგრძელონ ერთად მუშაობა ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესის დასასრულებლად“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...