0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა გაიხსნება

11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ (მის: რუსთაველის გამზ. 29) კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის საქართველოს  წარმომადგენლობის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს წარადგენს და საქართველოს წარმომადგენლობის  მნიშვნელობაზე ისაუბრებს კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის რეგიონალური ლიდერი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში რუსუდან მდივანი.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვლენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მთავარი ოპერაციული ოფიცერი მაიკლ გერბა, რომლებიც ისაუბრებენ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მისიაზე, ხედვასა და მოღვაწეობაზე, ცენტრის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და სხვა  საკითხებზე.

ცერემონიალის ფარგლებში გაიმართება კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის საქმიანობისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ამსახველი ფილმების ჩვენება.

ოფიციალური ნაწილის დასასრულს ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი წარადგენს ავსტრიის რესპუბლიკის მიერ დაფინანსებულ პროექტს, „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“.

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი წარმოადგენს სასოფლო–სამეურნეო კვლევების საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის (CGIAR) წევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მისივე ინიციატივით 1971 წელს დაარსდა. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მისიაა ითანამშრომლოს პარტნიორებთან სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად და გენდერული თანასწორობის დასაცავად, რა თქმა უნდა, სასოფლო–სამეურნეო კვლევებისა და ინოვაციების განვითარებისა და დანერგვის გზით.

2017 წლიდან კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოშიც გაიხსნა. წარმომადგენლობის გახსნის წინაპირობას  2016 წლის 26 იანვარს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - სამეცნიერო კვლევითი და  კარტოფილის საერთაშორისო ცენტრებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადენდა. სწორედ მის  ფარგლებში ქვეყანაში მეკარტოფილეობის დარგში არსებულ პრობლემატიკაზე დაყრდნობით შემუშავდა ხუთწლიანი პროგრამა,  რომელიც საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოში გახდება ცენტრის რეგიონალური ოფისი, საიდანაც დაიფარება ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნები. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი საქართველოში დანერგავს კარტოფილის მოვლა-მოყვანის ინოვაციურ ტექნოლოგიებს და წარადგენს ახალ პერსპექტიულ ჯიშებს, აგრეთვე აამაღლებს მეკარტოფილეობის სექტორში მოღვაწე მეცნიერების, ფერმერებისა და მწარმოებლების ცოდნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...