0 5 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჟვანია: იანოშ ჰერმანისგან ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მივიღეთ

   "ელჩისგან ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მივიღეთ", - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ჟვანიას თმით, გზავნილებიდან პირველი ის არის, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს საარჩევნო პროცესს, მეორე - ისინი მხარდაჭერას უცხადებენ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას. 

"ვისაუბრეთ ყველა იმ პროცესზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს და იმაზე, თუ როგორია ჩვენი მომზადების დონე. საუბარი იყო კონკრეტულ გამოწვევებზეც, რომელიც შემცირებულია, მაგალითად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარკვეულ ფაქტებზე, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე შეადგინა სამართალდარღვევის ოქმები და რიგ შემთხვევებში სასამართლომაც დაადასტურა სამართალდარღვევის ფაქტები", - განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები