0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“შატო მუხრანში” რთველი გაიმართა

2017 წლის 1 ოქტომბერს, “შატო მუხრანმა” ქართველ და უხოელ სტუმრებს საზეიმოდ უმასპინძლა. ივანე მუხრანბატონის ისტორიულ მამულში, 1878 წლიდან დამკვიდრებულმა ტრადიციამ სტუმრებს წელსაც ულამაზესი დღესასწაული  მოუმზადა; ისე როგორც საუკუნენახევრის წინათ, ახლაც, მამულის პომპეზური გარემოს ინსპირაციამ, ამ დღისთვის შექმნილმა,  ქართულ-ფრანგული ხასიათით გაჯერებულმა დეკორმა და გრანდიოზულმა ინსტალაციებმა მნახველებს დაუვიწყარი შთაბეჭდილება შეუქმნა. 

ღონისძიება ყურძნის კრეფით და მოსავლის ორსაუკუნოვან საწნახელში დაწურვით დაიწყო და უამრავი  საინტერესო აქტივობით გაგრძელდა.

სასახლის წინ მდებარე ტყე-პარკში სტუმრებს “შატო მუხრანის” პრემიალური ღვინის სახეობების დეგუსტაცია და საინტერესო გასართობითი და შემეცნებითი პროგრამა შესთავაზა.

საზეიმო ვითარებაში დაანონსდა  მუხრანბატონის უნიკალური სასახლის ინტერიერის აღდგენითი სამუშაოების დაწყებაც, რითიც დაგვირგვინდება მუხრანბატონის სასახლის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის  ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის აღდგენის უნიკალური პროცესი, რომელსაც  ბიზნესმენებმა: მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ფრედერიკ პოლსენმა 2002 წელს ჩაუყარეს საფუძველი. პროექტის ფარგლებში უკვე აღდგა ვენახები, ღვინის საწარმო,  მიწისქვეშა მარნები, სასახლის გარე ფასადი და ეზო, რაც ისე როგორც საუკუნენახევრის წინათ, ახლაც ქართულ სამეურნეო, კულტურულ და შემეცნებით საქმეებს ემსახურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...