0 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პუბლიკაციის „ზაქარია ფალიაშვილი - ცხოვრება და მოღვაწეობა“ პრეზენტაცია

თბილისის  მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 6 ოქტომბერს 19:00 საათზე  გაიმართება პუბლიკაციის „ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“  პრეზენტაცია.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება, მისიისა და სტრატეგიის შესაბამისად, უკვე ერთი წელია სხვადასხვა მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, რაც მიმართულია ტრადიციული სამუზეუმო და საგანმანათლებლო საქმიანობის შენარჩუნების სინთეზისა და განვითარებისაკენ.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების არსებობის ისტორიაში,  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  და  მასშტაბური კვლევითი პუბლიკაცია ეძღვნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის - ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.  პუბლიკაციაში, ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი პირადი წერილები, მდიდარი ფოტომასალა და  სხვადასხვა საარქივო დოკუმენტებია წარმოდგენილი. გამოცემა აერთიანებს თბილისის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ფონდში დაცულ ექსპონატებს, საქართველოს ეროვნულ არქივში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მასალებსა და ქართულ პერიოდიკაში წლების მანძილზე გამოქვეყნებულ კვლევებს.

პუბლიკაციაში შესულია  თამარ ბელაშვილის და გვანცა ღვინჯილიას აქამდე გამოუქვეყნებელი კვლევითი მონოგრაფიები ზაქარია ფალიაშვილის შესახებ, ასევე ტიციან ტაბიძის, ეკატერინე  ბუჩუკურის, მარინა  ქავთარაძის, ნინო ქორიძის, მანანა ახმეტელის და მაკა ხარძიანის სტატიები. მსგავსი მასშტაბის კვლევითი პუბლიკაცია პირველად გამოიცემა ზაქარია ფალიაშვილის შესახებ.

პუბლიკაცია „ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“ ორენოვანი გამოცემაა, რომელიც თავისი ფორმით, შინაარსითა და მნიშვნელობით საეტაპო კვლევას წარმოადგენს. გამოცემა მიზნად ისახავს ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობის გაზიარებასა და კულტურული მემკვიდრეობის იმ მნიშვნელოვანი ნიმუშების გამოფენას, რომელიც სამუზეუმო ფონდებსა და საარქივო მასალებშია დაცული.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მოისმინოს: თეიმურაზ გუგუშვილის, გიორგი მჭედლიშვილის, ლელა ზარიძის, ლევან გვენეტაძის  და კომპოზიტრთა  კავშირის  ტრიოს (ქეთევან თავშავაძე, მაია  ჯინჭველაშვილი, ია ბახტაძე) მიერ შესრულებული ნაწყვეტები, ზაქარია ფალიაშვილის ოპერებიდან „აბესალომ და ეთერი“ და "დაისი“. კონცერტმაისტერები: ლელა უსეინაშვილი და ლანა გელდედავა.

პრეზენტაციის  თარიღი: 6.10 2017

დრო: 19:00 საათი

მისამართი: თბილისი,  დავით ბაქრაძის N10

 


 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...