0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არხის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული პარტიის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის არც ერთ დებატებში აღარ დაიშვება"

„პატრიოტთა ალიანსის“,  „დემოკრატიული მოძრაობა - საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად „არჩევანის" სტუდია დატოვეს.

 „ჩვენ ვტოვებთ ამ შოუს“-განაცხადეს პარტიის წარმომადგენლებმა. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაცემაში საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ.

„თქვენ არ დაელოდეთ ჟურნალისტებს. მათ თქვენთანაც ექნებოდათ კითხვები“,-ასე უპასუხა გადაცემის წამყვანმა პარტიის წარმომადგენლებს, რომლებმაც სტუდია დატოვეს. 

ატეხილი სკანდალის შემდეგ კი, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული პარტიები არც ერთ დებატებში აღარ დაიშვებიან

"დღეს, გადაცემა არჩევანი ყოველგვარი რელევანტური არგუმენტაციის გარეშე, შეთანხმებულად დატოვეს ლეიბორისტულმა პარტიამ, გაერთიანებულმა დემოკრატებმა და პატრიოტთა ალიანსმა. აღნიშნული ქმედებით, მათ უპატივცემლობა გამოხატეს გადაცემის, მისი წამყვანის, მთელი არხის და სტუდიაში დარჩენილი მათი კოლეგების მიმართ. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არხის გადაწყვეტილებით, არც ერთი ზემოაღნიშნული პარტიის კანდიდატი მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ არც ერთ დებატებში აღარ დაიშვება."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები