0 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პროგრამა SOCIAL IMPACT AWRAD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ შვიდ გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს საქართველოს ბანკისგან და დაესწრება SIA-ს ევროპის სამიტს ბელგრადში (სერბეთი).

პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ:

Sign & Sound - ინოვაციური ხელთათმანი, რომლის მეშვეობითაც სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებს ეფექტური კომუნიკაცია ექნებათ საზოგადოებასთან. პროგრამა, რომელსაც ეცოდინება ჟესტების ენა, გადათარგმნის ხელთათმანით გაკეთებულ ჟესტს, ხოლო სპიკერი გაახმოვანებს შესაბამის წინადადებას.

Braille Reader - ელექტრონული წიგნების წამკითხველი უსინათლოთათვის, რომელიც ნებისმიერ ტექსტს სპეციალურად შექმნილ ეკრანზე გამოსახავს. პროექტის მიზანია სკოლების აღჭურვა ამ ტექნოლოგიის მქონე მერხებით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ბრაილის შრიფტის შესწავლას.

Book AR - ინოვაციური აპლიკაცია, რომელიც რადიკალურად შეცვლის თანამედროვე სწავლების მეთოდს. ტელეფონის კამერის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს დაინახოს ტექსტის ძირითადი სათქმელი, ორ და სამგანზომილებაში, ვიდეოს, ანიმაციისა და 3D მოდელების დახმარებით.

„წელს პროგრამა Social Impact Award-ი პირველად ჩავატარეთ და ძალიან გვიხარია, რომ პირველივე წელს პროგრამაში ამდენი სტუდენტი ჩაერთო. საერთო ჯამში 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო ვორქშოფებში მონაწილეობა, რაც გვაძლევს სტიმულს, რომ მომავალ წელს პროგრამა საქართველოს რეგიონებშიც გავიტანოთ. რაც შეეხება გამარჯვებულებს, ვფიქრობთ, პროგრამამ მიაღწია დასახულ მიზანს, სამივე გამარჯვებული გუნდი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეებთან თანამშრომლობას და აუცილებლად ჩავრთავთ მათ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაში.“ - განაცხადა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ.

„ევროპის ფონდი მოხარულია, რომ Social Impact Award-ის პირველმა წელმა წარმატებით ჩაიარა. მისასალმებელია ახალგაზრდების გაზრდილი ინტერესი სოციალური მეწარმეობის მიმართ და მათ მიერ გაწეული ძალისხმევა სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო ბევრი ახალგაზრდა გააქტიურდება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც და შეეცდებიან სამეწარმეო მიდგომებით მოაგვარონ მათთვის აქტუალური საკითხები. ფონდი მომავალშიც განაგრძობს სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერას და არაერთ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივას შესთავაზებს ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს.“ - აღნიშნა ევროპის ფონდის პროგრამის მენეჯერმა ნანა გამყრელიძემ.

 

„საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა, რადგან ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნას და განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ წარმატებული თანამშრომლობა შედგა, ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში. დღეს გვყავს გამარჯვებული გუნდები, მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება. საქართველოს ბანკი, სოციალური მოწერამეობის ხელშეწყობის მიზნით, გამრაჯვებულ გუნდებს ფულად ჯილდოს გადასცემს. ვიმედოვნებთ ისინი წარმატებით განახორციელებენ პროექტებს სოციალური მეწარმეობის კუთხით. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და არაერთი აქტივობა განახორციელა სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ Social Impact Award პროექტში ჩართული იყო ახალგზარდა თაობა სტუდენტების სახით - მათი მხარდაჭერა, კი ასევე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა კაკაბაძემ.

Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 18 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც შეუერთდა. SIA-ს პარტნიორია საქართველოს ბანკი. „საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა, რადგან ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური  საწარმოების შექმნას და განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ წარმატებული თანამშრომლობა შედგა, ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში. დღეს გვყავს გამარჯვებული გუნდები, მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება. საქართველოს ბანკი, სოციალური მოწერამეობის ხელშეწყობის მიზნით, გამრაჯვებულ გუნდებს ფულად ჯილდოს გადასცემს. ვიმედოვნებთ ისინი წარმატებით განახორციელებენ, პროექტებს სოციალური მეწარმეობის კუთხით. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და არაერთი აქტივობა განახორციელა სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ Social Impact Award პროექტში ჩართული იყო ახალგზარდა თაობა, სტუდენტების სახით - მათი მხარდაჭერა, კი ასევე მნიშვნელოვანია“ - განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა კაკაბაძემ.

Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 18 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც შეუერთდა. SIA-ს პარტნიორია საქართველოს ბანკი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...