0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საჩუქარი AXIS-ის მომავალ მობინადრეებს!

დღეს დეველოპერულ კომპანია აქსისსა და სადაზღვევო კომპანია არდის შორის  ხელი  მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის საფუძველზეც 1 ოქტომბრიდან აქსისის მომავალი მობინადრეები დეველოპერულ სფეროში შექმნილი ინოვაციური პროდუქტით - რემონტის დაზღვევა 360 °- ითისარგებლებენ!

ყველას, ვინც შეიძენს სრულად გარემონტებულ ბინას აქსისის მიმდინარე პროექტებში ან უკვე შეიძინა ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით და  სარემონტო სამუშაოებს შეუკვეთავს აქსისის ინტერიერის სამუშაოების ჯგუფს, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, საჩუქრად გადაეცემათ რემონტის ერთწლიანი დაზღვევა 360 გრადუსით

ახალი პროდუქტი - დაზღვევა 360 °- ით აზღვევს თქვენი ბინის ჭერს, იატაკს, კედლებს და ვიტრაჟებს ისეთი რისკებისგან, როგორიცაა:

 

·         წყლით გამოწვეულ ზიანი, მათ შორის მეზობლისგან ჩამოსული ან მეზობელთან ჩასული წყალი;

·         ხანძრით, მეხის დაცემით, წვიმით, სეტყვით, მიწისძვრით, ძლიერი ქარით, ყინვით და სხვა სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანება;

·         ქურდობა, ყაჩაღობა, მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედებით მიღებული ზიანი და სხვა;

 

სადაზღვეო პოლისი მობინადრეს  გადაეცემა ბინაში სარემონტო სამუშაოების დასრულებისა და სრულად გარემონტებული ბინის ჩაბარებისას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები