0 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისმა მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

თბილისში სტარტი აიღო სპორტული ტურიზმის Sportway Tourism ორდღიანმა საერთაშორისო კონფერენციამ, რომლის მონაწილეებიც რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ევროპის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და სხვა ქვეყნების სპორტული ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ.

კონფერენციის გახსნის ცერემონიალს თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე,პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში განვითარდეს სპორტული ტურიზმი. წელს საქართველომ 13 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა ქართული სპორტის ისტორიაში. ეს იმაზე მეტყველებს საქართველო საერთაშორისო სპორტულ რუქაზე თავის ადგილს იმკვიდრებს“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ღონისძიება საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თბილისში ამ დონის ღონისძიება პირველად ტარდება. დარწმუნებული ვარ, უცხოელ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ამის წყალობით მომავალ წელს ჩვენ ქვეყანას შვიდი მილიონი ტურისტი ეწვევა", — აღნიშნა დავით ნარმანიამ.

 „საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს 5 მილიონი უცხოელი ეწვია, რაც 18,9%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით. მათგან 2,5 ათასი ტურისტი იყო, რაც 29,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით,” - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

კონფერენციაზე განიხილეს თემები, როგორიცაა მოვლენათა გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე, ტერიტორიული მარკეტინგი, რეგიონის განვითარება მოვლენების შექმნის საშუალებით, ბრენდირებული მოვლენების შექმნა და განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტეგრაცია სპორტული და სხვა სახის მოვლენების ორგანიზებაში და სხვა.კონფერენციის სპიკერები იყვნენ მსოფლიოში აღიარებული, უდიდესი სპორტული და ივენთ კომპანიების ხელმძღვანელები, ოლიმპიადების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტების ხელმძღვანელები, როგორებიც არიან, ელჩინ საფაროვი – ევროპული და ისლამური თამაშების ოპერატიული დირექტორი, ანდრეი ბარანნიკოვი (CEO spn communications), იური სტროფილოვი (CEO stro.run), ვლადიმერ ვოლოშინი (CEO Newman sports and consulting), ლუის სილვა (CEO Bluerock), ანდრეი კავუნ (CEO Ironstar), იგორ სტოლიაროვი (CEO Eventica), აჰმედ იბრაჰიმ (Dubai Sports Cauncil) და სხვა.

Sportsway Tourism მოწვეულ სტუმრებს მისცა შესაძლებლობას მოესმინათ და მიეღოთ მონაწილეობა საინტერესო თემების დაგეგმვაში, წარედგინათ  ორგანიზაციის საქმიანობა, მიეღოთ მონაწილეონა b2b შეხვდრებში და ა.შ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...