0 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„არ მინდა, ომბუდსმენის ინსტიტუტი კრიმინალების გამპრავებელ კანტორად გადაიქცეს"

„მე არ მინდა, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდსმენის ინსტიტუტია, კრიმინალების გამპრავებელ კანტორად გადაიქცეს,“- ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველის მისამართით გააკეთა

უჩა ნანუაშვილის განცხადების გამო, გიორგი მღებრიშვილმა ომბუდსმენი გააკრიტიკა. შს მინისტრის თქმით, სახალხო დამცველს შეეძლო სამინისტროში გაერკვია ყველაფერი.

„ყოველთვის მაოცებს ომბუდსმენის ასეთი დამოკიდებულება. მას შეეძლო ამ ინფორმაციის ჩვენთან გადამოწმება და აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს მიიღებდა. უფრო მეტი დაკვირვება და სიფრთხილე გვჭირდება, როდესაც პოლიციელებთან მიმართებაში რაიმე განცხადებებს ვაკეთებთ,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სერგო მამასახლისი ყაჩაღობის ბრალდებით 5 დღის წინ დააკავეს. ომბუდსმენის ინფორმაციით, ბრალდებულს თავდაპირველად თავის არეში დაარტყეს, შემდეგ თავზე ჩამოაცვეს პარკი და კისერთან ისე მოუჭირეს, რომ სუნთქვა გაუჭირდა. პარკი კი მხოლოდ მაშინ მოხსნეს, როცა აღიარებითი ჩვენების მიცემას და ოქმზე ხელმოწერას დათანხმდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები