0 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ახალგაზრდა ადვოკატები" თბილისის თვითმმართველობისგან მგგ-ის პროექტზე განმარტებებს მოითხოვს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს საჯარო განმარტებებისთვის მიმართავს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოითხოვს პასუხი გაეცეს შექმნილ მდგომარეობას, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადებათა დოკუმენტის საფუძველზე, თუ რა დადგენილების პროექტი მოამზადა თბილისის მუციპალიტეტის საკრებულომ და რა სამართლებრივი დასკვნები გასცა თბილისის მერიამ საკრებულოს მიმართ შექმნილი პროექტის მომზადებისთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გაეცნო საჯარო ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მომზადებულია თბილისის მუნციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი: „ქ. თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს ამავე სახელწოდებით 2016 წლის 24 მაისს მიღებული თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება. მთავარი კითხვა, რომელიც წარმოდგენილი აქტის ამჟამინდელ პროექტთან დაკავშირებით დაისმის, ეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების საკითხებს, ვინაიდან თბილისის მერიიდან თბილსის საკრებულოში, დადგენილების პროექტი: „ქ. თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, წარდგენილია და წარმოჩენილია, როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რაც არსებითად სხვა მოცემულობა და სხვა სახელწოდების დოკუმენტია.

ორგანიზაციის შეფასებით, დადგენილების პროექტი: „ქ. თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ვერავითარ შემთხვევაში, ვერ იქნება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ვინაიდან სამართლებრივ კონფლიქტში მოდის იმ კონკურსის პირობებთან, მოთხოვნებთან და შედეგებთან, რომელიც თბილისის მერიამ სწორედაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნის მიმართულებით გამოაცხადა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებაც 2 800 000 ლარის მომსახურებაზე. ამასთან, 2015 წლის 17 აგვისტოს საქართველოს მთავრობის #1742 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურსა და უცხოურ საწარმო - „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ (PricewaterhouseCoopers) შორის გაფორმდა #42030651A001/015 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაცია, საკონკურსო კომისიას, საკონკურსო განაცხადებზე მუშაობის პროცესში, უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 400 000 ამერიკული დოლარი. შესაბამისად, ლეგიტიმურად დაისმის საკითხი, თუ რატომ არ იქნა თბილისის მუნციპალიტეტის სკარებულოში დასამტკიცებლად წარდგენილი იმ შინაარსის დოკუმენტი, რომლიც გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ მხრიდან უნდა წარდგენილიყო და მომზადდა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დადგენილების პროექტი: „ქ. თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც აუქმებს ამავე სახელწოდებით მიღებულ მოქმედ დოკუმენტს, მცირედი დაზუსტებებით, გააჩნია იდენტური შინაარსობრივი მხარე. შესაბამისად, განმარტებებს მოითხოვს ახალი დოკუმენტის მიღებისთვის აღნიშნული საკითხიც.

ცნობისთვის: ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის აპრილში მონიტორინგის წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რეკომენდაციათა პაკეტიც, რომელითაც მოთხოვნილი იქნა, რომ მგგ-ის ახალი დოკუმენტი მაღალი ლეგიტიმაციის პირობებში, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულმა ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის თვითმმართველობამ უნდა მიიღოს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...