0 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა მოხდება საქართველოში 20 ნოემბერს? - ლელა კაკულია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 ცნობილი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას "ფეისბუქის"  გვერდზე სპეციალური განცხადება ვრცელდება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლელა კაკულიას სახელით, სხვაასხვა ინტერნეტ გამოცემები სარგებლობენ და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.

"მეგობრებო, სამწუხაროდ, ზოგი ინტერნეტგამოცემა მათდა სამარცხვინოდ, საკუთარი გვერდის სარეკლამოდ უბინძურეს და უიაფეს ხერხს იყენებს! ქალბატონი ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებს ბეჭდავს სრულიად დამახინჯებული, სკანდალური სათაურებით!!! უფრო სწორად, რომ არ თქმულა, ისეთით. 

აი ახლაც ორ გვერდზე წავაწყდით აბსოლუტურად მიუღებელ ქმედებას. გვერდები იაფფასიან ტრიუკს მიმართავენ - თავხედურად მიაწერენ ლელა კაკულიას იმას, რაც წინასწარმეტყველს არასდროს წარმოუთქვამს.გვინდა ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ქალბატონ ლელა კაკულიას არასდროს და არსად არ უთქვამს, რომ სა ქართველოში 20 ნოემბერს რაიმე ტიპის საშინელება მოხდება!!! 

ეს არის მტკნარი სიცრუე და გაუგონანრი თავხედობა აღნიშნული გვერდების მხრიდან.
ჩვენ უკვე მივწერეთ მათ და ახლა ველოდებით გამოხმაურებას. 

შედეგებს გაცნობებთ, პატივისცემით, ადმინისტრაცია", - წერს კაკულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები