0 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება „თიბისი სტატუსი“ წარმოგიდგენთ მასშტაბურ ფესტივალს Jazz and Wine Kakheti

6-7ოქტომბერს, კახეთში, სასტუმროში „Lopota Lake Resort & Spa“, კიდევ ერთ მასშტაბურ ფესტივალს, სახელწოდებით „Jazz and Wine Kakheti“ ჩაეყრება საფუძველი.

 აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ლისი ლაუნჯში“  პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანიდა კომპანია „Eastern Promotions“-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე დაესწრნენ.

 ფესტივალში „Jazz and Wine Kakheti“ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტისა და მომღერლის რაულ მიდონის (Raul Midon) ტრიო და ცნობილი შვედი პიანისტისა და კომპოზიტორის ჯეიკობ კარლზონის (Jacob Karlzon) ტრიო. ფესტივალის სტუმრები არიან  ასევე, ცნობილი ბასისტი ადამ ბენ ეზრა (ისრაელი) და მხიარული და „გემრიელი შოუს“ წარმდგენი იტალიური ბენდი „სპაგეტი სვინგი“ (Spaghetti Swing).

 „Jazz and Wine Kakheti“-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს გააცნობენ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ღვინის შესახებ; ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს, ასევე საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო.

 ფესტივალის პროგრამა:

 6 ოქტომბერი:

20:00 საათი - ფესტივალის გახსნა - „სპაგეტი სვინგის“ შოუ -  „Welcome Party”;
22:00 საათი - ჯეიკობ კარლზონის ტრიოს კონცერტი;
00:00 – DJ.

 7 ოქტომბერი:

14:00 საათი - „სპაგეტი სვინგის“  შოუ;
14:00 - 16:00 - DJ
16:00 -19:00 - ღვინისა და ჭაჭის დაწურვა;
19:00 საათი - ადამ ბენ ეზრას კონცერტი;
22:00 საათი - რაულ მიდონის ტრიოს კონცერტი.

  ფესტივალის წარმდგენი:

·         თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსი;

  ფესტივალის ორგანიზატორი:

·         კომპანია „ისთერნ პრომოუშენს“ (Eastern Promotions);
 
 ინფორმაცია მუსიკოსების შესახებ

 რაულ მიდონის ტრიო

ლეგენდალური გიტარისტი და მომღერალი რაულ მიდონი და მისი ტრიო უნიკალური საშემსრულებლო სტილით გამოირჩევა. ჯაზი, ბლიუზი, ფოლკი - მუსიკოსი თავის ტრიოსთან ერთად სხვადასხვა ჟანრში მსმენელს უნიკალურ და ინოვაციურ მუსიკას სთავაზობს. 1999 წლიდან დღემდე, მიდონს არაერთი ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო ალბომი, სახელწოდებით „Bad Ass and Blind“, მუსიკოსმა 2017 წელს გამოუშვა და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. რაულ მიდონის კარიერაზე გავლენა მოახდინეს ისეთმა ცნობილმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: ჯონ კოლტრეინი, ჯორჯ ბენსონი, მაილს დევისი, ფრენკ  ზაპა და სხვა.

ჯეიკობ კარლზონის ტრიო

 ჯეიკობ კარლზონი – „მიყვარს ჯაზი, რადგან მიყვარს იმპროვიზაცია, რაც გეხმარება უშუალო კავშირი დაამყარო მსმენელთან. ასეთ დროს ემოციებისა და გრძნობების გაცვლა ხდება. ყოველი კონცერტი ჩემთვის  უდიდესი გამოცდილება და სიახლეა.“ შვედი პიანისტი და კომპოზიტორი ჯეიკობ კარლზონი ადვილად ახერხებს შექმნას მუსიკა - თანამედროვეობისა და მშობლიური, შვედური ფოლკლორის სინთეზით. მუსიკოსი ოსტატურად აერთიანებს ჯაზის, პოპის, კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორის განსხვავებულ ჟანრებს. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, მას ცხრა ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო ალბომი სახელწოდებით „ONE” 2015 წელს გამოვიდა. 2010 წელს, მუსიკოსი შვედეთის საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლად დაასახელეს. ბოლო რამდენიმე წელია, ჯეიკობ კარლზონი ტურნეებს მართავს ამერიკის, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქალაქში.

ადამ ბენ ეზრა - "მუსიკოსი Youtube"-იდან

ფენომენალური მუსიკოსი - ასე აფასებენ მუსიკის კრიტიკოსები კონტრაბასისტსა და მულტიინსტრუმენტალისტს ადამ ბენ ეზრას. ფართო საზოგადოებამ ის "Youtube"-ის საშუალებით გაიცნო,  სადაც რამდენიმე წლის წინ საკუთარი ვიდეოკლიპების ატვირთვა დაიწყო. სწორედ ამიტომ  შეარქვეს ადამ ბენ ეზრას მეტსახელად "მუსიკოსი Youtube"-იდან. დღეისათვის ეზრას უკვე რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავს. პოპულარობის ზრდასთან ერთად, მუსიკოსმა ინტერნეტ სივრციდან ნამდვილ სცენაზე გადაინაცვლა და ევროპული და ამერიკული ტურნეები მოაწყო.

ადამ ბენ ეზრას შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის ცნობილმა წარმომადგენლებმა - მათ შორის ბახმა, სტინგმა, ბობი მაკფერინმა და ჩიკ კორეამ. კლასიკური ინსტრუმენტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით, ის ახალ სიტყვას ამბობს მუსიკალურ სამყაროში.
ადამ ბენ ეზრას სადებიუტო სტუდიური ალბომი „Сan't Stop Running“ რამდენიმე წლის წინ გამოიცა. ალბომში შესულია 12 კომპოზიცია, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის, მათ შორის არგენტინული ტანგოს, ფლამენკოს, როკისა და პოპის ელემენტებით.

„სპაგეტი სვინგი“ (Spaghetti Swing)

მსოფლიოში ერთადერთი მუსიკალური შოუ, რომელშიც მონაწილეობას მუსიკოსებთან ერთად, შეფ-მზარეული იღებს - იტალიური ბენდი “სპაგეტი სვინგი“ მსმენელს „ყველაზე გემრიელ შოუს“ სთავაზობს. გარდა მუსიკალური წარმოდგენისა, რომელიც ცნობილი იტალიური სიმღერების ინტერპრეტირებულ ვერსიებს გულისხმობს, იტალიელი შეფ-მზარეული სცენაზევე ამზადებს სხვადასხვა კერძს და მსმენელს მათი დაგემოვნების საშუალებას, ღვინოსთან ერთად აძლევს.
 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...