0 9 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

19 სექტემბერს 11 საათზე საყდრისის კომიტეტი კომპანია “რიჩ მეტალ გრუპის'' (RMG) სათაო ოფისთან აქცია- ბრიფინგს გამართავს.

ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი გაასაჯაროვებს გარემოს დაცვის სამინისტროს  მიერ (15.12 2015-15 03 2015წწ) კომპანიის გეგმიური ინსპექტირების შედეგებს. როგორც საყდრისის კომიტეტში აცხადებენ ,   დასკვნის თანახმად , ბოლნისის რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობა შემაშფოთებელია, ხოლო გარემოზე მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ,  რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აჭარბებს .

 გარემოს დაცვის სამინისტრო  დღემდე  არ ასაჯაროვებს ინპექტირების შედეგებს და გარემოზე მიყენებული ზიანის ზუსტ ოდენობას.  კომპანია კი კვლავაც განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას და კორუფციული გარიგებებით ცდილობს  ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას -  აცხადებენ საყდრისის კომიტეტის წევრები.

 ბრიფინგზე  საყდრისის კომიტეტი  პირველად წარმოადგენს სკანდალურ სქემას  -  არემჯის ლობი ხელისუფლებაში.
მისამართი- მერაბ ალექსიძის მესამე შესახვევი 1. (აკადემ ქალაქი)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები