0 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ირბინე მშვიდობისთვის!“ - გარბენმა ამ დევიზით სტარტი აღმაშენებლის გამზირიდან აიღო

Be Active In Georgia  - ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება!

17 სექტემბერს გარბენმა დევიზით „ირბინე მშვიდობისთვის“ სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირიდან აიღო, რომელიც საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციისა და საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ფიზიკური აქტივობის მიზანს  სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

ღონისძიება პროექტის „ირბინე საქართველოს“  ფარგლებში მოეწყო, რომელშიც საბრძოლო ხელოვნებით და ორთაბრძოლებით დაკავებულ სპორტსმენებთან ერთად, მონაწილეობის მიღება  ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

სპორტსმენებისა და მოყვარულების შეკრება დილიდან დაიწყო, რომელშიც 500-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ  პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები და მედია.

„ჩვენი პროექტის Be Active In Georgia  ფარგლებში გაიმართა გარბენი „ირბინე მშვიდობისთვის“. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება: უფრო მეტად აქტიური, უფრო მეტად ხალისიანი, ჯანსაღი და გახარებული საზოგადოება.  პროგრამა საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის“ ინიციტივითა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა, რომლის მიზანსაც სწორედ, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სირბილის პოპულარიზაცია წარმოადგენს,“ -  პროგრამის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე მიანიშნებს კორპორატიული სპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი ზურაბ ბოქოლიშვილი.

„Be Active In Georgia  წარმოგიდგენთ ევროპის სპორტულ კვირეულს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია სხვადსხვა თემატური  ღონისძიებები სხვადასხვა სამიზნე სეგმენტისთვის, როგორიცაა ირბინე საქართველო, ფიტნეს ფესტივალი, Sportsway Tourism კონფერენცია, მსოფლიო სიარულის დღე, Games of Heroes - საჩვენებელი ტურნირი, Take Back Your Streets, საბრძოლო ხელოვნების ფესტივალები, სილამაზის გარბენი, იბინე ვარსკვლავებთან ერთად, საქველმოქმედო გარბენები, ღამის თბილისის გარბენი, ღამის ბათუმის გარბენი, ღვინის გზის გარბენი, სასკოლო გარბენები   და სხვა. ეს არის პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს

 მასობრივი სპორტის განვითარებასა და საზოგადოების ფიზიკურ გაჯანსაღებას, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. მონაწილეთა ასაკი არ არის შეზღუდული, დღეს ყველაზე პატარა მონაწილე 6 წლის, ხოლო ყველაზე  ხანდაზმული 87 წლის იყო,“ - პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე საუბრობს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა ცივაძე.

„შესაძლებლობა მაქვს უფრო მეტი ინფორმაცია მქონდეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. საკმაოდ საშიში მაჩვენებელია. ჩვენი მოსახლეობა საკმაოდ პასიურია და მათ მეტი სპორტული აქტივობები სჭირდება. ამ ეტაპზე წამახალისებელი სახით, რათა სირბილი და ჯანსაღი ცხოვრება აქციონ ცხოვრების წესად. უნდა გავაქტიურდეთ. დღევანდელი გარბენი სულ რაღაც 2 კილომეტრს მოიცავდა, არ დავიზაროთ და ყოველდღიურად ვირბინოთ, გავხალისდეთ და ვივარჯიშოთ,“ - აღნიშნა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.

გარბენი დევიზით „ირბინე მშვიდობისთვის“ დასრულდა. წინ ბევრი სახალისო გარბენები და აქტივობები გველის. ერთად მოვემზადოთ „ფიტნესის დღისთვის“ და „ვირბინოთ ვარსკვლავებთან ერთად.“ 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...