0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ფეროშენადნობთა ქარხანაში რუსული კომპანიის „მეტინვესტის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

ფეროშენადნობთა ქარხანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციული პარტნიორები, რუსული კომპანიის "მეტინვესტის’’ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სტუმრებს საწარმოში კომპანიის სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი და სხვა ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, მხარეთა შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა, სადაც კომპანიებს შორის არსებულ კავშირებსა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. სპეციალური მმართველის ინფორმაციით, ქარხანაში ნაწარმოებ ხარისხიან პროდუქციაზე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნილება და კომერციული ინტერესი მაღალია და "მეტინვესტი’’ მათ შორის ყველაზე დიდი მომხმარებელია.

„გვყავს სტუმრები რუსეთიდან, ეს ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია დიდი შემსყიდველია ჩვენი პროდუქციის. ამიტომ, ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ნებისმიერ პარტნიორს, გვინდა ვაჩვენოთ ჩვენი წარმოება, როგორ მიდის პროცესები და ასევე, ვისაუბროთ მომავალ გეგმებზე. უკვე პირველი შეხვედრა გვქონდა, საკმაოდ საინტერესო. კომპანია დიდი ხანია მათთან თანამშრომლობს და ახლაც ვაგრძელებთ. გაყიდვები ერთ-ერთი მთავარია, საწარმომ თუ ვერ გაყიდა შემოსავალი არ ექნება, ამიტომ მათ დიდი რაოდენობით მიაქვთ ჩვენგან პროდუქცია და აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი ხარისხით, ამიტომ თვითონ მოისურვეს ენახათ თუ როგორ ვაკეთებთ ამას.
ისინიც და ჩვენც საკმაოდ კმაყოფილები ვართ ურთიერთობით და ვაგრძელებთ თანამშრომლობას“,-განაცხადა კომპანიის სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.როგორც ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა აღნიშნა, მათ მიერ წარმოებული ლითონის ნახევარზე მეტი, ფაქტობრივად, სწორედ ამ კომპანიას, „მეტინვესტს“ მიაქვს.

მისივე თქმით, ქარხნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პარტნიორთან ურთიერთობა.„დღეს საკმაოდ სერიოზული სტუმრიანობა გვაქვს ქარხანაში. ჩამობრძანებულები არაინ გაყიდვებში ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორები , ჩვენი წარმოებული ლითონის ნახევარზე მეტი, ფაქტობრივად, ამ კომპანიას „მეტალინვესტს“ მიაქვს. მათი ლითონები ამ წუთებშიც მზა პროდუქციის საწყობში იტვირთება და იგზავნება რუსეთის მიმართულებით. ასე რომ, საკმაოდ სერიოზული კომპანიაა, მათი ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ აქვთ ძალიან დიდი მოცულობა რუსეთის ბაზარზე, სადაც მათ შეაქვთ ფეროს შენადნობები და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პარტნიორთან ურთიერთობა“,-აღნიშნა ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრები პროდუქციის მწარმოებელ ძირითად საამქროებსა და უბნებზე გაიყვანეს, სადაც ლითონის დნობის პროცესი ადგილზე აჩვენეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...