ფეროშენადნობთა ქარხანაში რუსული კომპანიის „მეტინვესტის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
2017-09-14 16:39:07
ფეროშენადნობთა ქარხანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციული პარტნიორები, რუსული კომპანიის "მეტინვესტის’’ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სტუმრებს საწარმოში კომპანიის სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი და სხვა ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, მხარეთა შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა, სადაც კომპანიებს შორის არსებულ კავშირებსა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. სპეციალური მმართველის ინფორმაციით, ქარხანაში ნაწარმოებ ხარისხიან პროდუქციაზე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნილება და კომერციული ინტერესი მაღალია და "მეტინვესტი’’ მათ შორის ყველაზე დიდი მომხმარებელია.
„გვყავს სტუმრები რუსეთიდან, ეს ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია დიდი შემსყიდველია ჩვენი პროდუქციის. ამიტომ, ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ნებისმიერ პარტნიორს, გვინდა ვაჩვენოთ ჩვენი წარმოება, როგორ მიდის პროცესები და ასევე, ვისაუბროთ მომავალ გეგმებზე. უკვე პირველი შეხვედრა გვქონდა, საკმაოდ საინტერესო. კომპანია დიდი ხანია მათთან თანამშრომლობს და ახლაც ვაგრძელებთ. გაყიდვები ერთ-ერთი მთავარია, საწარმომ თუ ვერ გაყიდა შემოსავალი არ ექნება, ამიტომ მათ დიდი რაოდენობით მიაქვთ ჩვენგან პროდუქცია და აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი ხარისხით, ამიტომ თვითონ მოისურვეს ენახათ თუ როგორ ვაკეთებთ ამას. ისინიც და ჩვენც საკმაოდ კმაყოფილები ვართ ურთიერთობით და ვაგრძელებთ თანამშრომლობას“,-განაცხადა კომპანიის სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.როგორც ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა აღნიშნა, მათ მიერ წარმოებული ლითონის ნახევარზე მეტი, ფაქტობრივად, სწორედ ამ კომპანიას, „მეტინვესტს“ მიაქვს.
მისივე თქმით, ქარხნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პარტნიორთან ურთიერთობა.„დღეს საკმაოდ სერიოზული სტუმრიანობა გვაქვს ქარხანაში. ჩამობრძანებულები არაინ გაყიდვებში ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორები , ჩვენი წარმოებული ლითონის ნახევარზე მეტი, ფაქტობრივად, ამ კომპანიას „მეტალინვესტს“ მიაქვს. მათი ლითონები ამ წუთებშიც მზა პროდუქციის საწყობში იტვირთება და იგზავნება რუსეთის მიმართულებით. ასე რომ, საკმაოდ სერიოზული კომპანიაა, მათი ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ აქვთ ძალიან დიდი მოცულობა რუსეთის ბაზარზე, სადაც მათ შეაქვთ ფეროს შენადნობები და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პარტნიორთან ურთიერთობა“,-აღნიშნა ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრები პროდუქციის მწარმოებელ ძირითად საამქროებსა და უბნებზე გაიყვანეს, სადაც ლითონის დნობის პროცესი ადგილზე აჩვენეს.
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები