0 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გამოფენა „ილია - სახვით ხელოვნებაში“.

საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ 12 სექტემბერს სხვადასხვა ტიპის კულტურული, სახელოვნებო, შემეცნებითი და სამოქალაქო აქტივობების საშაულებით, წელს უკვე მეოთწე წელია აღნიშნავს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს და ახორციელებს პროექტს „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“

წელს პროექტის ერთ-ერთ აქტივობად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში მხოლოდ  1 დღით წარმოდგენილი იქნება გამოფენა „ილია - სახვით ხელოვნებაში“.

საგამოფენო ექსპოზიციაში გაერთიანებულია ბოლო 15 წლის მანძილზე თანამედროვე სახვითი ხელოვნების არტისტების მიერ შექმნილი ილია ჭავჭავაძის სკულპტურები, ფიგურატიული ქანდაკებები, ფერწერული პორტრეტები და ხატწერის ნიმუშები, რომლებიც ექსკლუზიურად „ეროვნული იმპერატივის“ მიერ არის შეგროვებული და ერთიან ექსპოზიციაში გაერთიანებული. ყოველი ეს ნიმუში ორიგინალია და ერთადერთი ეგზემპლიარი, რომელიც ორგანიზატორებმა სპეციალურად ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლისათვის შეაგროვეს ავტორთა პირადი და სხვადასხვა კერძო პირთა კოლექციებიდან. ყოველი ეს ნიმუში საჯაროდ პირველად იქნება წარმოდგენილი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, ისეთი ცნობილი მოქანდაკეების სკულპტურები, როგორებიც არიან: გია ჯაფარიძე, გენადი ზაქარაია, მერაბ მერაბიშვილი; ფერმწერა გიორგი გეგეჭკორისა და ალექსანდრე ციხელაშვილის მიერ შესრულებული ილიას პორტრეტები და ხატწერის იშვიათი ნიმუშები, ავტორები: ირაკლი მაისურაძე, თამარ რიგიშვილი, ქეთევან ყურაშვილი, ირაკლი ჭუმბურიძე. ასევე, ერთი უიშვიათესი ნიმუში, რომლის მხოლოდ ასლია საქართველოში - მე-19 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში უცნობი რუსი მხატვრის მიერ ტუშში შესრულებული ილიას პორტრეტი, რომელიც მოგვიანებით თავად ილიამ ფრანგ დიპლომატს აჩუქა და ახლა ეს ორიგინალი საფრანგეთშია დაცული; ამიტომ გამოფენაზე ეს ერთი ნიმუში იქნება კოპიოს სახით წარმოდგენილი. თუმცა, იგი მნიშვნელოვანია იმ მხირვ, რომ იძლევა საშუალებას ზუსტად აღვიქვათ, როგორ გამოიყურებოდა ილია ამ პორტრეტის შექმნის დროისათვის.

აღნიშნული ექსპოზიცია „ეროვნული იმპერატივის“ მიერ განხორციელებული, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო პროექტის „ილია ჭავჭავაძე 180 - უკვდავების ფენომენი“ - ფარგლებში, საქართველოს 19 მუნიციპალიტეტში იყო წარმოდგენილი. ამჯერად კი, მისი ნახვა ხელოვნების თბილისელ მოყვარულებს 12 სექტემბერს , მხოლოდ 1 დღით მთელი დღის მანძილზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეეძლებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...