0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პროექტი „... დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ წელს უკვე მეოთხედ განხორციელდება

საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“  მეოთხე წელია ახორციელებენ ყოველწლიურ პროექტს „... დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ . იგი ყოველ წელს 12 სექტემბერს - ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს იმართება და აერთიანებს ილიას თემაზე სხვადასხვა კულტურულ, სახელოვნებო, შემეცნებით და სამოქალაქო აქტივობებს.

2015 წლიდან ორგანიზატორებმა პროექტს სოციალური პასუხისმგებლობაც შესძინეს და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად რეგიონებიდან ჩამოჰყავთ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების სკოლის ასაკის მოზარდები.

წელს მესამე წელი იქნება, რაც პროექტის სოციალურ ნაწილში 12 სექტემბერს ჩამოიყვანენ 2008 წლის ომის შედეგად შიდა ქართლიდან, თიღვის, ქურთას და ახალგორის ოკუპირებული მუნიციპალიტეტებიდან დევნილ 160 სკოლის ასაკის მოზარდს, რომლებიც დაესწრებიან პროექტის ყველა ღონისძიებას - გახსნის ცერემონიას, ლიტერატურულ კომპოზიციას მთაწმინდის პანთეონში, სახვითი ხელოვნების გამოფენას გამოფენას „ილია ხელოვნებაში“, მონაწილეობას მიიღებენ მსვლელობაში სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე და დაესწრებიან სპექტაკლს „საუკუნის მკვლელობა“, რომელიც საგურამოში ილიას სახლ-მუზეუმის ღია ცისქვეშა სცენაზე იქნება წარმოდგენილი.

პროექტის სოციალური ნაწილის მხარდამჭერია: კომპანია „არგო“ და ნაყინი „ლიდერი“.

„ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია ახალგაზრდების შემეცნებითი პოტენციალის ამაღლების,  კულტურის სფეროთი მათი დაინტერესებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. ეს კონტიგენტი, რომელიც დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრობს სოციალური, გეოგრაფიული თუ სხვა ობიექტური მიზეზების გამო მოკლებულია მსგავს აქტივობებს, რაც უმნიშვნელოვანესია მოზარდების პიროვნებად ჩამოყალიბებისა და მათი სულიერი ღირებულებების განვითარებისათვის. მათთვის სტუმრობა საინტერესო იქნება რადგან გაიგებენ და ნახავენ მრავალ ახალს არა მარტო ილიას, არამედ ზოგადად ქართული კულტურის შესახებ და მრავალ მათგანს პირველად ექნება შესაძლებლობა დაესწროს სპექტაკლს.

ჩვენ გვქონდა არა ერთი შეხვედრა სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში წეროვანის, ფრეზეთის, კოდის, კარალეთის დევნილთა დასახლებების მოსწავლეებთან და აღმოჩნდა, რომ მრავალი მათგანი თეატრში არც ერთხელ არ არის ნამყოფი. ასე რომ ჩვენი ინიციატივა მათზემზრუნველობის ჟესტის გარდა, მათი განვითარებისათვის ხელშეწყობის მასტიმულირებელიც იქნება“ - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...