0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პროექტი „ დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ წელს უკვე მეოთხედ განხორციელდება

პროექტი „ დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ წელს უკვე მეოთხედ განხორციელდება. იგი ყოველ წელს 12 სექტემბერს იმართება და ეძღვანება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს. მისი აღნიშვნა 2014 წლიდან დაიწყო საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ინიციატივით და ორგანიზებით.  მისი ფორმატი ყოველ წელს განსხვავებულია , უცვლელი ნაწილია მხოლოდ საჯარო მსვლელეობა სიონის ტაძრიდან მტაწმინდის პანთეონამდე, იმ გზით რა გზითაც 1907 წელს უკანასკნელ გზაზე გააცილა ილიას ცხედარი - ეს სიმბოლური ჟესტი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დამკვიდრებას ემსახურება და მუდმივ ხსოვნას იმ  პირონებებისადმი, რომელთაც საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესები ანაცვალეს და საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში გამორჩეული წვლილი შეიტანეს.

წლევანდელი ღონისძიება დაიწყება 13 საათზე სიონის ტაძრის ეზოში და შედგება პროექტის ოფიციალური გახსნა. საზოგადოებრივი და სალიტერატურო სფეროს წარმომადგენლების შეხვედრა საზოგადოებასთან.

14:00 საათზე დაიწყება მსვლელობა სიონის ტაძრიდან  და პროცესია ფეხით გაემართება მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისაკენ;

15:00-ზე შედგება ლიტერატურული კომპოზიცია მთაწმინდის პანთეონში, ქართული თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობების შესრულებით.

16:30-ზე ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გაიხსნება გამოფენა „ილია ხელოვნებაში“ სადაც წარმოდგენილი იქნება სახვითი ხელოვნების არტისტების მიერ შექმნილი უახლესი სკულპტურები, ფიგურატიული ქანდაკებები, ფერწერა და ხატზერის ნიმუშები.

18:30-ზე კი საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ღია სცენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი დრამატურგიული ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტკლი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ - „საუკუნის მკვლელობა“ (რეჟისორი გიორგი სავანელი)

ღონისძიების ყველა ეტაპზე, მსურველთათვის დასწრება თავისუფალი იქნება.

ღონისძიების თბილისის მერია, მხარდამჭერები არიან საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“, მცხეთ-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია, ტელეკომპანია „ერთსულოვნება“, ტელეკომპანია „იბერია“, „itv.ge“, „პრესა.გე“, „დრონი.გე“, „ამბები.გე“

სოციალური ნაწილის მხარდამჭერები: კომპანია „არგო“, „ლიდერი XXI“ ;

პროექტის მიზანია საზოგადოებაში ეტაპობრივად ილია ჭავჭავაძის ფიგურის მეტი პოპულარიზაცია, მისი დანატოვარის პოლიტკონიუნქტურის გარეშე გადააზრების ხელშეწყობა და ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობეირების ამაღლების სტიმულირება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...