0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აჭარაში 5 ბალიანი შტორმია

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აჭარაში 5 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. 

სანაპიროზე განთავსებულ საგუშაგოებზე ამ დროისთვის წითელი ალმებია აღმართული. წითელი ალმები გუშინ დღის მეორე ნახევარში აღიმართა და შტორმის დასრულებამდე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა და ბანაობა აკრძალულია. 

შსს-ს ცნობით, სანაპიროსთან მყოფ მოქალაქეებსა და ტურისტებს სამაშველო სამსახური რამდენიმე ენაზე მოუწოდებს, შტორმის გამო, ზღვაში არ შევიდნენ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები