0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

4-10 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

ვერძი - ვერძები ამ პერიოდი თავს მთლიანად სამსახურს, საქმეებს და ახალ იდეებს მიუძღვნიან. ისინი მთელ თავიანთ ძალასა და ენერგიას ჩადებენ მათ რეალიზაციაში და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვენ. თუმცა ამ კუთხით ვერძები იმედგაცრუებისთვის უნდა მოემზადდნენ. ახლო ადამიანები მათ ვერ გაუგებენ და ვერძების პროექტებში ჩართვაზე უარს იტყვიან, რაც ნიშანს, იმედგაცრუების გარდა, ილუზიებსაც დაუმსხვრევს. ამის გამო მათგან მოსალოდნელია აგრესიული გამოხდომები და კონფლიქტები. მთლიანობაში ეს კვირა ვერძებისთვის შესაძლოა პოზიტიური იყო, თუ ისინი ინდივიდუალური საქმეებით დაკავდებიან და ნაკლებად ჩაებმებიან კოლექტიურ პროექტებში. თუ საყვარელი ადამიანის მიმართ შეცდომას დაუშვებენ, არ უნდა დაივიწყონ, რომ არსებობს გართობა და უბრალო ცხოვრებისეული სიხარულები. ამ შემთხვევაში ეს პერიოდი მათთვის მშვიდი, კარგი და პერსპექტიულიც კი გამოდგება.
კურო 
- კუროებისთვის კარგი დრო დგება: ენერგოტონუსი მკვეთრად აიწევს, მეტად შრომისმოყვარენი, აქტიურები და პოზიტიურები გახდებიან, მეტად გამოამჟღავნებენ ემოციურ სტაბილურობას. მათთვის ეს პერიოდი აქტიური, შემოქმედებითი და რაღაც გაგებით, აზარტულიც კია. კუროები ბევრად უფრო ეფექტურად იმოქმედებენ და ფართოდ წარმოაჩენენ საკუთარ უნარებსა და წარმატებებს სხვადასხვა სფეროში. მზად არიან, ნებისმიერს მოაკეტინონ, მტრებიც კი მოხიბლონ და წარმატებას მიაღწიონ ნებისმიერ სფეროში, რაშიც კი ჩაერთვება. ამასთან, კუროებისთვის მოვლენის გარე ეფექტი ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე მისი შინაარსი. კუროებს მოუწევთ იყვნენ უფრო ყურადღებიანები მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას. შესაძლოა ღიად ემლიქვნელონ და თვალში ნაცარი შეაყარონ. ამ პერიოდში შესაძლებელია მოულოდნელი და ორიგინალური შენაძენები, აგრეთვე დაუგეგმავი ხელსაყრელი პროექტები, რომლებიც მერე მატერიალურ დივიდენდებს და, შესაბამისად, სოციუმში წარმატებასაც მოუტანს კუროებს. ამიტომაც მეტად აქტიურები უნდა იყვნენ.
ტყუპები - ტყუპებისთვის ეს არც ისე ხელსაყრელი პერიოდია, ვინაიდან სასიცოცხლო ტონუსის მოდუნებაა მოსალოდნელი. ეს კი მათ მეტად დაუცველს გახდის ნეგატიური კოსმოსური ენერგიებისა და ცალკეული პიროვნებების წინაშე. ამასთან, ახლო ადამიანებისგან წამოსულმა წყენამ შესაძლოა დიდი იმედგაცრუება მოუტანოს ტყუპებს. გამორიცხული არ არის, უსიამოვნება მოუხდეთ სამსახურში, რაც შეცდომებით ან არასწორი პოზიციით იქნება გამოწვეული. ტყუპებმა შესაძლოა ბოლომდე ვერ გააცნობიერონ, სად გადის მათი ძალაუფლების ზღვარი, ან როგორ მოიქცნენ.
კირჩხიბი - კირჩხიბებისთვის ეს კვირა საკმაოდ ხელსაყრელია, ვინაიდან მათი ენერგოტონუსი იზრდება. ხდებიან უფრო აქტიურები, ენერგიულები და ბევრ რამეში გაუმართლებთ. ეს პერიოდი მათთვის დაკავშირებული იქნება ახალ საქმიან და შემოქმედებით კონტაქტებთან, მოგზაურობასთან, მკაფიო შთაბეჭდილებებთან, რაც ხელს შეუწყობს მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს. შესაძლოა მოხდეს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია სამსახურში, რაც კირჩხიბებს უფრო მაღალ კარიერულ საფეხურზე აიყვანს, ან ექნებათ შეთავაზება ახალ სამოღვაწეო ასპარეზზე. თუმცა კირჩხიბებს უნდა ახსოვდეთ, რომ დაპირება იქნება ბევრი, მაგრამ არა ყველა სასიამოვნო. ამიტომ მათ სიფრთხილე მართებთ.
ლომი - ლომების აქტიურობა კლებას დაიწყებს. ისინი მომხდარის რეალურად აღქმას დაიწყებენ, მით უმეტეს, თუ ეს მათ ფინანსურ ინტერესებს შეეხება. მათ უფრო ფხიზლად უნდა შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და ზედმეტად არ უნდა მიენდნენ სხვათა დაპირებებს. მოსალოდნელია სიცრუე ან გადაჭარბებული ფანტაზიები. ამ პერიოდში იქნება ბევრი ლაპარაკი, განსჯა, რაც, დიდი ალბათობით, უშედეგოდ დასრულდება. ამიტომ ლომებს მოუწევთ, იყვნენ ზეძალის იმედად, რაც მათ ბედნიერებას მოუტანს და რადიკალურად შეცლის მათ ცხოვრებაში ყველაფერს.
ქალწული - ქალწულებს ამ პერიოდში ყველაზე მეტად გაუმართლებთ. მზე და მარსი ქალწულის ნიშანში შედიან და სწორედ ამიტომ ეს პერიოდი ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის საუკეთესოა და ყველაზე ხელსაყრელი მთელი წლის განმავლობაში. ისინი გამოავლენენ საქმიან თვისებებს და მნიშვნელოვნად გარდაქმნიან საკუთარ ცხოვრებას. ამ პერიოდში წარმატება ფეხდაფეხ დაჰყვება ქალწულებს ნებისმიერ ასპარეზზე. ისინი დადებითად და გადამჭრელად იქნებიან მომართულები მიზნების მისაღწევად და მათი საქმიანობაც ღირსეულად შეფასდება. ქალწულები შეძლებენ ფულის მომგებიანად დაბანდებას და ასევე კარგი შენაძენების გაკეთებას. ამასთან, მათ ელოდებათ მრავალმხრივი ურთიერთობები, რომლებშიც ქალწულები შეუპოვრობასა და ინიციატივიანობას გამოიჩენენ და ამით ოპონენტების ყურადღებას მიიპყრობენ. ქალწულები შეძლებენ დიალოგის მათთვის საჭირო კალაპოტში მოქცევას. ეს პერიოდი ქალწულებისთვის ხელსაყრელია რთული საკითხების გადასაჭრელად და სადავო სიტუაციების დასარეგულირებლად. მათი ენერგოტონუსი მკვეთრად გაიზრდება და ამასთან ერთად აიწევს შრომისუნარიანობა. ხოლო ემოციურად კიდევ უფრო სტაბილური და ძალიან წარმატებული გახდება.
სასწორი - ამ პერიოდში სასწორების უმეტესობას საქმეებსა და აუსრულებელ დაპირებებში გარკვევა მოუწევს, რაც მათთვის მძიმე ტვირთად შეიძლება იქცეს. მათი ენერგეტიკა მნიშვნელოვნად დასუსტდება, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი იქნება საქმეებისგან ჩამოშორების გადაწყვეტილებაში. თუმცა, სასწორებს ეს, დიდი ალბათობით, არ გამოუვათ. არსებობს სასწორების დევნისა და მათთან დაპირისპირების რისკი. ამასთან, მათ მოუწევთ ებრძოლონ არა მხოლოდ არაკეთილმოსურნეებს, არამედ საკუთარ სისუსტესაც. ეს პერიოდი სასწორებისთვის სახიფათოა ავარიებისა და თაღლითობების კუთხით. ამიტომ ვურჩევ მათ, არ გამართონ მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი შეხვედრები, არ დადონ გარიგებები. ეს პერიოდი სასწორებმა ფრთხილად უნდა გაიარონ, ვინაიდან ფარული მტრობა და ინტრიგები დღითიდღე მოიმატებს. ასე რომ, ეს ნიშანი ყოველდღიური საქმიანობით უნდა დაკავდეს და ზომიერი რიტმით იცხოვროს.
მორიელი
 - ბევრი მორიელისთვის ეს ხელსაყრელი პერიოდია, განსაკუთრებით, კოლექტიურ საქმეებს და პროექტებში, თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმაში ჩასართველად. ბედმა მორიელები შესაძლოა ისეთ ადამიანებს შეახვედროს, რომლებიც მათ ცხოვრებას გარდაქმნიან. შეძლებენ მოძებნონ მოღვაწეობის ახალი ასპარეზი და საინტერესო საქმე, რაც მათ ნიჭსა და უნარებს უფრო სრულად წარმოაჩენს. თუმცა ამ პერიოდში ისინი არ უნდა მოწყდნენ რეალობას. მოლაპარაკებებისას მორიელებმა ბევრი შეკითხვა უნდა დასვან და ყველაფერი დაწვრილებით გამოიკვლიონ, ვინაიდან იქნება ბევრი დაფარული ინფორმაცია. ამ თვალსაზრისით, ისინი უნდა დაეყრდნენ ინტუიციასაც და ჩაკითხვების ფაქტორსაც, რათა შეცდომა არ დაუშვან.
მშვილდოსანი - ეს პერიოდი მშვილდოსნებისთვის არც ისე ხელსაყრელია ჯანმრთელობის კუთხით. მათი კარიერა კი მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას, კონკრეტიკასა და აქტიურ ქმედებებს, რათა ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნონ. ეს ხელსაყრელი პერიოდია ორგანიზატორული უნარების გამოსავლენად, მეგობრებისა და კოლეგების მხარდაჭერით, ყველაფერ აუცილებლის გასაკეთებლად. ამ პერიოდში მშვილდოსნები შესაძლოა აღმოჩნდნენ ჩართულები ისეთ საქმეებსა და პროექტებში, რომლებიც მათ ყველაფრის გააზრების საშუალებას მისცემს. თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლებს უნდა ახსოვდეთ, რომ არ ღირს საქმეების თვითდინებაზე მიშვება. გარკვეული შემოქმედებითი თავისუფლების დაკარგვა მშვილდოსნებს ყველაზე მეტად თრგუნავს, ვინაიდან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა ორაზროვნად იქნეს გაგებული. არსებობს არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკი.
თხის რქა - ეს პერიოდი პოზიტიურია თხის რქებისთვის, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა მოვლენითა და მოგზაურობით, რაც მათ ცნობიერებასა და სულიერ აღქმას გააფართოებს. ეს კარგი პერიოდია მომლოცველობისთვის და წმინდა ადგილების მოსანახულებლად. საქმიანი კუთხით თხის რქებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ, ვინაიდან მათი ძლიერი ნებისყოფა და გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენის უნარი ნაყოფს გამოიღებს. თხის რქები შეძლებენ ჩახლართული საქმეების მოწესრიგებას, რთულ ურთიერთობებში გარკვევასა და კონფლიქტების ჩაქრობას.
მერწყული 
- მერწყულებისთვის ეს არახელსაყრელი პერიოდია, ვინაიდან ბევრი მათგანი აღმოჩნდება არასტაბილურ მდგომარეობაში, რაც მათი სულიერი ტრანსფორმაციით იქნება გამოწვეული. არადა ბევრ რამეში გარკვევა და თავიდან გააზრება იქნება საჭირო. პირველ დეკადაში ფინანსური არასტაბილურობა, საქმეებში წარუმატებლობა შესაძლოა მოტყუებით ან შეცდომებით იყოს გამოწვეული. ეს ცუდი დროა ფინანსური ოპერაციების ჩასატარებლად, განსაკუთრებით, თუ საქმე საზოგადოებრივ სახსრებს ან პარტნიორის თანხებს შეეხება. ამიტომაც არ ღირს კრედიტების აღება და გარიგებების დადება.
თევზები - ეს პერიოდი პოზიტიურია თევზებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კარგ ცვლილებებამდე მისასვლელად პარტნიორებთან კონფლიქტებისა და უსიამოვნებების გადალახვა მოუწევთ. დროდადრო შესაძლოა ილუზიებიც დაემსხვრეთ და ცხოვრებისეულ რეალიებს შეეჯახნენ. პარტნიორები აქტიურად დაუწყებენ შეცდომებზე მითითებას და ახალი, მაცდური პროექტებისკენ უბიძგებენ. ამ პერიოდში რისკის გაწევა არ ღირს, განსაკუთრებით, ფინანსური რისკისა. სჯობს ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა მეორე დეკადისთვის გადადოთ, რომელიც მეტად ხელსაყრელი იქნება როგორც გარიგებების გაფორმების, ისე ქორწინებისთვის. თევზებს ვურჩევთ, იურიდიულად გაამყარონ ყველა შეთანხმება.


წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები