0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს ბანკმა მომსახურების ახალი მოდელის მიხედვით მოწყობილი ფილიალი ბათუმში გასნა

 თბილისი,  1-ლი სექტემბერი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  მომსახურების ახალი მოდელის - „მეტი ურთიერთობის“ მიხედვით მოწყობილი ფილიალი გახსნა ბათუმში. მ. აბაშიძის 58-ში არსებული ბანკის მთავარი ფილიალის განახლება დასრულდა. ეს საქართველოს ბანკის ახალი მოდელის მიხედვით მოწყობილი რიგით მე-6 ფილიალია, მათ შორის 5 თბილისში ფუნქციონირებს.

 საქართველოს ბანკმა მომსახურების ახალი მოდელის, „მეტი ურთიერთობის“ დანერგვის შესახებ მაისში განაცხადა. ახალი მოდელის თანახმად, მომსახურება უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს ერგება, მომხმარებელი  მომსახურებას 360° გრადუსით იღებს და მას არ უწევს სიარულში დროისა და ენერგიის ხარჯვა. მომხმარებელს  ნებისმიერი მომსახურების მიღება ბანკის ერთ თანამშრომელთან - ურთიერთობის მენეჯერთან შეუძლია. ახალი მოდელის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა მნიშვნელოვნად განაახლა ფილიალების ფორმატი, სადაც სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი - მომხმარებლების მომსახურება ხდება როგორც პრივატულ გარემოში, ასევე ე.წ. „co-working“ სივრცეში, სადაც მომხმარებელსა და ბანკის თანამშრომელს პროექტზე მუშაობა ერთობლივად შეუძლიათ.  ახალი ტიპის ფილიალში საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი, სადაც მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხილვა ბანკში შესვლისას ყველას შეუძლია. უფრო კომფორტული გახდა თვითმომსახურების ზონაც, სადაც მეტი ბანკომატი და თვითმომსახურების 

ტერმინალია განთავსებული. შედეგად, ერთდროულად მეტ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს სასურველი ოპერაციები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...