1 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას UnionPay International-ის ბარათების მიღების თაობაზე

თბილისი,  31  აგვისტო, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო საგადახდო ბარათების  კომპანიასთან,  UnionPay International-თან (UPI), თავის ქსელში ბარათების მიღების თაობაზე. წლის ბოლომდე, საქართველოს ბანკის ბანკომატებსა და პოს ტერმინალებში შესაძლებელი იქნება UPI-ის ბარათებით თანხის განაღდება და გადახდა.

საქართველოს ბანკი ფლობს ქვეყანაში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელს, რომელიც მოიცავს 827 ბანკომატს, ხოლო ბანკის პოს ტერმინალების ქსელი 11,303 ტერმინალს ითვლის.  საქართველოს ბანკი 1997 და 1998 წლებიდან შესაბამისად, Mastercard-ის და Visa-ს წევრი ორგანიზაციაა; ასევე, 2008 წლიდან American Express®-ის, ხოლო 2011 წლიდან Diners Club International-ისა და Discover-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.

„მოხარული ვარ, რომ წლის ბოლომდე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საქართველოში ბანკომატებისა და პოს ტერმინალების ერთ-ერთ ყველაზე ფართო ქსელში ისარგებლოს UnionPay International-ის ბარათებით. შედეგად, საქართველოს ბანკი მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა საბანკო ბარათის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოში. ვფიქრობ, აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში აღინიშნება ტურისტული ნაკადების საგრძნობი ზრდა და გადახდების მომსახურება კი ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია“, განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. „გადახდების მომსახურების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ დაამატა კახა კიკნაველიძემ.

UnionPay International-ი, China UnionPay-ს შვილობილია. UPI-ს პატნიორობა აქვს 1,000-ზე მეტ დაწესებულებასთან მსოფლიოში და მისი ბარათების მიღება ხდება მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში. UPI ემსახურება მსოფლიოში საბანკო ბარათების მფლობელ ყველაზე დიდ რიცხვს.            

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...