1 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თამარ ჟვანია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია  საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელ არნოლდ სტეფანიანსა და საარჩევნო პროგრამის კოორდინატორ ირმა ბასილაშვილს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის წილისყრით განაწილების საკითხი იყო. შეხვედრამდე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ცესკოს წერილობით მიმართეს, რომ საარჩევნო ბლოკების შექმნისა და რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციამ წილისყრის პროცედურის გამართვა კოდექსით დადგენილ ბოლო ვადაში არ მოახდინოს, რაც, მათი განცხადებით, ხელს შეუწყობს საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო კამპანიის თანაბარ გარემოში წარმართვაში.

როგორც თამარ ჟვანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა,  ცესკო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას თანაბარი კონკურენციისა და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომელიც გულისხმობს საარჩევნო სუბიექტებისთვის  ნომრების წილისყრით მაქსიმალურად ადრე მინიჭებას. რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას,  ჩვენ ყველა საკანონმდებლო შესაძლებლობას გამოვიყენებთ რომ თანაბარი კონკურენციისა და თანაბარი გარემოს უზრუნველსაყოფად ცესკომ არ გამოიყენოს კანონით დადგენილი ბოლო ვადა, და მაქსიმალურად ყველაზე ადრე შესაძლებელ დღეს  მოვახდინოთ წილისყრით საარჩევნო სუბიექტებისთვის ნომრების განაწილება. ამის წინასწარი მზაობა ნამდვილად არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“,- აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

 „იმდენად რამდენადაც საარჩევნო სუბიექტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავიანთ ამომრჩევლებს დროულად მიაწოდონ ინფორმაცია თავისი რიგითი ნომრების შესახებ, ასევე მათთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა თანაბარ გარემოში. სწორედ ეს იყო მიზეზი რომ ცესკოსთვის მოგვემართა მოთხოვნით საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრების წილისყრით მინიჭებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი ბოლო ვადა არ გამოიყენონ. სწორედ ამ საკითხთან  დაკავშირებით ვისაუბრეთ და მინდა აღვნიშნო რომ საკმაოდ პოზიტიური  შეხვედრა იყო“,-განაცხადა ირმა ბასილაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...