1 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალციხეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენი ჩაერთო

ახალციხის რაიონის სოფელ სვირში, ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა შს სამინისტომ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხეში, სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე უკვე იმყოფებოდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენი ჩაერთო.

შსს-ს მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზებისთვის. ამ დროისთვის ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა,"- ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები