1 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მადლობა პატრიარქს იმისათვის, რომ ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის - გიორგი კვირიკაშვილი მარიამობას გილოცავთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას მარიამობის ბრწყინვალე  დღესასწაულს ულოცავს.

"მინდა, მოგილოცოთ მთელი გულით მარიამობის ულამაზესი დღესასწაული და გისურვოთ ერთიანობა, ბევრი სიხარული, ჩვენი ოჯახების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს იმისათვის, რომ მან ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის. მისი ლოცვითა და კურთხევით, ჩვენ უმსხვერპლოდ დავასრულეთ ეს ძალიან რთული დღეები. გუშინდელი დღეც, მადლობა ღმერთს, უმსხვერპლოდ დასრულდა - მხედველობაში მაქვს ვერტმფრენის შემთხვევა. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო უწმინდესს იმისათვის, რომ იგი ყოველდღე, ყოველწუთიერად ლოცულობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და გამთლიანებისათვის. მთელი ერი არის მისი მადლობელი ამისათვის. მინდა, ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა,"-ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები