1 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქართველი გამომგონებლების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

ახალგაზრდა ქართველმა გამომგონებლებმა ვაშინგტონში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე First Globalმნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და მე-14 ადგილი დაიკავეს, 160-ზე მეტ მონაწილეს შორის.  ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილმა რობოტმა ჟიურის მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

რობოტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ახალგაზრდა, ნიჭიერ გამომგონებლებს აერთიანებს, წელს პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობას  მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყანა იღებდა.   გუნდები 15-18 წლამდე ახალგაზრდა გამომგონებლებით იყო დაკომპლექტებული.

წლევანდელი First Global-ის  თემა იყო მსოფლიოს უზრუნველყოფა სუფთა წყლის მარაგით. მონაწილე გუნდებს საკუთარი დიზაინით რობოტები უნდა შეექმნათ, რომლებიც წყლის ბინძური და სუფთა ნაწილაკების ერთმანეთისგან განცალკევებას და სხვადასხვა რეზერვუარში გადანაწილებას შეძლებდნენ. ქართველმა გამომგონებლებმა ასეთი ფუნქციებით აღჭურვილი რობოტი  შექმნეს, რომელზეც სკოლის მოსწავლეები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

საერთაშორისო ოლიმპიადა First Global-ის მიზანი მსოფლიო მასშტაბით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივებაა. კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას, რომლებიც მსოფლიოს წინაშე არსებული ისეთი გამოწვევების მოგვარებას შეძლებენ, როგორიცაა: სასურსათო უსაფრთხოება, წყლის რესურსების დაცვა, დაავადებათა კონტროლი, საინფორმაციო უსაფრთხოება და სხვა.

წელს საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს სახელით გზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის, ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლისა და ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეებიიღებდნენ მონაწილეობას.

 პროექტის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...