მსოფლიო
აფეთქება ოკაცეს კანიონთან - ცეცხლი რუსი ტურისტების ავტომობილს გაუჩნდა
2017-08-17 16:15:00
ჩამოტვირთვა
აფეთქება ოკაცეს კანიონთან. ცეცხლი რუსი ტურისტების ავტომობილს მოეკიდა, რის შემდეგაც მანქანა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ტურისტებმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრეს, ფოტოები შემთხვევის ადგილიდან "რუსთავი 2"-ს თვითმხილველებმა მიაწოდეს.
მათი ინფორმაციით, სოფელ გორდაში მისულ სახანძროს წყალი დაუმთავრდა და ხანძრის დროული ლიკვიდაცია ვერ შეძლო. ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმრთავი ელექტროობა იყო. მანქანა მთლიანად დაიწვა. ადგილზე 1 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.
კომენტარები