1 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კომპანია „ნატახტარმა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ სახელმწიფო სტრუქტურებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინეს

„ჯეპრას“ კომპეტენციის ცენტრში ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა. კომპანია „ნატახტარმა“ და  „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“  დაინტერესებულ მხარეებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინეს. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ  სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია.

პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ერთობლივი მუშაობის შედეგებზე, შემუშავებულ რეკომენდაციების პაკეტებზე, იმისთვის რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლონ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება.

ჩვენ განვიხილეთ ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში შემუშვებული პროგრამის ერთ-ერთ ნაწილს, რომელიც ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ეს არის ერთგვარი დოკუმენტი - გზამკვლევი, რომლითაც ჩვენ საშუალებას მივცემთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ მართველობას, რათა მოახდინონ  მათ ხელთ არსებული რესურსების მობილიზება  ზრუნვის სისტემიდან ანუ 18 წელს მიღწეული ახალგზარდების მხარდასაჭერად. ეს არის პროექტი, რომელიც ერთი თვის წინ დავიწყეთ არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ერთად , ფინანსურ მხარდაჭერას, ამ შემთხვევაში, კომპანია „ნატახტარი“  გაუწევს,“ - განმარტა კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

ჩვენ ფონდ ნატახტართან ერთად შევიმუშავეთ, ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში, პროგრამა მუნიციპალიტეტებისთვის, რაც არის სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ისინი ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდებს, სადაც შედის მაგალითად საცხოვრებითი უზრუნველყოფის კომპონენტი, ასევე კომუნალურების გადახდის კომპონენტი, ასევე მხარდაჭერა თუ ახალგაზრდა არის სტუდენტი და სწავლობს და მას ელემენტარული ხარჯი სჭირდება გზის ფულისთვის და შესაბამისი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, ასევე შეღავათიანი ტრანსპორტიტება მუნიციპალიტეტებში,“ - აღნიშნავს „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ წარმომადგენელი ქეთევან კალანდაძე.

„ზოგადად ძალიან კარგი პროგრამაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ დახვეწას საჭიროებს. პრობლემების უკეთ გამოკვეთის მიზნით, გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კოალიციასთან, რომ ეს პროგრამა  უფრო მოქნილი იყოს, საჭიროებებზე მორგებული და რეალურად იმ ახალგაზრდებისთვის დახმარება იყოს, რომლებსაც ეს სჭირდებათ,“ - მიაჩნია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ნინო ოდიშარიას.

დასასრულს, მხარეებმა  სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. კომპანია „ნატახტარი“ მზად არის მისი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მხარი დაუჭიროს აღნიშნული პროგრამის გავრცელებას რეგიონებში. სახელმწიფო სტურეტურების წარმომადგნელბი  მიესალმებიან აღნიშნულ ინიციატივას და  მზად არიან რეკომენდაცია გაუწიონ ადგილობრივ თვითმმართველობებს პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით

 

მრგვალ მაგიდაში ასევე მონაწილეობდნენ კოალიციის საბჭოს წევრები, „ფონდი ნატახტარის“, „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“, კომპანია „ნატახტარის“, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში კომპანია „ნატახტარსა“ და  „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის  მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახლგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენდა. ადვოკატობის კამპანია ითვალისწინებდა ცენტრალური და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას და მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფას. კამპანიის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...