1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ყველასგან გარიყული და შეურაცხყოფილი

დაუშვებელია ხელების ჩამოყრა და იმედის დაკარგვა, თუნდაც ყველაზე გამოუვალ სიტუაციაში, რადგან ჩვენს ირგვლივ არიან კეთილი ადამიანები, რომლებიც მზად არიან დახმარების ხელი გაუწოდონ მოყვასს. 

53 წლის ნატალია პავლიაშვილი ნახევრად დანგრეულ ქოხში ცხოვრობს. იგი მარტოხელაა, რადგან  ყველა ახლობელმა მიატოვა მიუხედავად იმისა, რომ მძიმედ სნეულია და ყოველდღიურ მოვლა–პატრონობას საჭიროებს.  

მრავალმა ქრონიკულმა დაავადებამ ნატალია საწოლს მიაჯაჭვა. მას პრაქტიკულად არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და თავის მოვლა, ხოლო ნათესავების მიერ მისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ, იგი ძლიერ დეპრესიაში ჩააგდო. 

ქალბატონი ნატალია ხშირად ტირის, ტირის იმ ბედის გამო, რომელიც მას განგებამ არგუნა.

 ქოხში, სადაც იგი ცხოვრობს, მას სული  ეხუთება, საწოლი სადაცაა დაიშლება, ირგვლივ ყველაფერი მოუწესრიგებელია. თუ რამე დასჭირდა, უკანა ბარაკში მცხოვრებ მეზობელს უძახის, რომელიც წყალს დაალევინებს, წამალს მიაწვდის, დაეხმარება  წამოჯდომაში. მეზობელი სახლში თუ არ არის, ნატალიას უწევს ტკივილის ატანა, რაც ფსიქიკაზე საშინლად მოქმედებს!

ნატალია ჩერნოვეცკის ფონდის ბენეციარია. ჩვენ მას პერიოდულად ვაწვდით მედიკამენტებს, პამპერსებს, ჰიგიენურ საშუალებებს, პროდუქტებს,  ფონდის ექთანი კი ნატალიას ხშირად აკითხავს და მეთვალყურეობას უწევს ამ საცოდავი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

მოგმართავთ თხოვნით, რომ გაუწიოთ ნატალია პავლიაშვილს დახმარება, რითიც შეგიძლიათ. განსაკუთრებით მას საწოლი ესაჭიროება, რომელიც იმდენად მორყეულია, რომ რამდენიმე კვირის მეტს ვერ გაძლებს. 

თუ გაქვთ ფინანსური საშუალება, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნატალია პავლიაშვილი) ან ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/216-pavliashvili/

 

დაეხმარეთ გაჭირვებულს, აჩუქეთ მას მომავალი, მიეცით შანსი კვლავ წამოდგეს ფეხზე! 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...