1 3 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულია ( Zaza Pachulia) საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის ღირსების ორდენი გადასცა.
"ზაზა ფაჩულია, პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც მოიპოვა NBA-ის თასი და გადაწყვიტა, რომ ეს გამარჯვება თავის სამშობლოში აღენიშნა.
ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენს წარმატებას საზოგადოებას უზიარებ და უბრუნებ.
ზაზა ფაჩულია არ ივიწყებს თავის სამშობლოს, თავის საზოგადოებას. ის ჩვენს გვერდით იყო მაშინაც, როდესაც თბილისს უჭირდა წყალდიდობის შემდეგ. მინდა, მადლობა ვუთხრა მას ამ პატრიოტული სულისკვეთებისთვისაც“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიისას.

ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოებისათვის.
„რაც გამიკეთებია ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად გულით გამიკეთებია და ასეთ რაღაცას არ ველოდებოდი. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი გიფასებს იმ შრომას, ყველა იმ საქმეს, რასაც აკეთებ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ვეცდები, რომ ეს ღირსების ორდენი ვატარო ღირსეულად ჩემს ცხოვრებაში", - განაცხადა ფაჩულიამ.

დაჯილდოების ცერემონია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ზაზა ფაჩულიას ოჯახის წევრები, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, მწვრთნელები და საკალათბურთო კლუბის Golden State Warriors - ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...