მესტიის გამგებელი: ენგურში ჩავარდნილ მანქანაში მხოლოდ მძღოლი იჯდა
2017-08-06 23:25:25
რამდენიმე საათის წინ მდინარე ენგურში ავტომობილი ჩავარდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მესტიის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მდინარე ენგურში ჩავარდნილ ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
"ადგილზეთავად ვიმყოფებოდი. მანქანა ჩანს, თუმცა ღრმა ადილზეა. მაშველები იმყოფებოდნენ წყალში და გარედან დაათვალიერეს მანქანა, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. დილით მდინარე ცოტა მოედინება და იქნებ, ვიპოვოთ ცხედარი. ჩვენი მონაცემებით, მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. მდინარე ძალიან სწრაფია და დილით ვიზუალურად უკეთ გამოჩნდება. ღამე შეუძლებელია მუშაობის გაგრძელება, რადგანაც საშიშია", - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები