მსოფლიო
ელისაშვილი: სითი პარკი იყიდება
2017-08-04 14:29:14
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ "სითი პარკი" იყიდება და მოლაპარაკებები დაწყებულია.
"ქართული ოცნება" ახალი სატრანსპორტო მონსტრის შექმნას ცდილობს. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები მილიონერებთან", - აცხადებს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი.
ალეკო ელისაშვილი მოლაპარაკებების ერთ-ერთ მონაწილედ ხვიჩა მაქაცარიას ასახელებს, რომელიც აპირებს, "სითი პარკს" ჯარიმა, 25 მილიონი, გადაუხადოს და ახალი კომპანია შექმნას.
კომენტარები