საზოგადოება
ილია მეორემ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს საჩუქრები გაუგზავნა
2017-08-01 16:55:10
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამერიკის ვიცეპრეზიდენტს საჩუქრად ოქროს სამაჯური, ხოლო მის მეუღლეს ოქროს ჯვარი გადასცა.
ინფორმაციას შეხვედრის დეტალების შესახებ სიონის საკათედრო ტაძრის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ავრცელებს
„კათოლიკოს-პატრიარქმა სთხოვა ვიცეპრეზიდენტს, რომ თუ შეიძლებოდა მას გადაეცა საჩუქარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის და პირველი ლედის, მელანია ტრამპისთვის. ვიცერეზიდენტმა დიდი პატივით უპასუხა, რომ ის პირადად გადასცემდა საჩუქრებს აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის”, - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.
კომენტარები