1 3 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს განცხადება

29 ივლისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში მდებარე მე-7 გვირაბის მშენებლობის დროს, ორი მუშა დაშავდა. მათ შორის, ერთ-ერთმა, მსუბუქი დაზიანება მიიღო და მედიკოსების მხრიდან გაწეული, შესაბამისი დახმარების შემდეგ, საავადმყოფოდან გაეწერა.

მეორე მუშა-თამაზ ტალახაძე, რომელმაც ქვების  ჩამოცვენისა და პლატფორმიდან ჩამოვარდნის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო, ხაშურის საავადმყოფოში გაწეული პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, გადაყვანილია თბილისში, კლინიკა „ლანცეტში“, სადაც ამბულატორიულ მკურნალობას აგრძელებს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვირაბის მშენებლობის პროცესში, დაშავებული მუშების უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული. ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ შესაბამისი აღჭურვილობით.  ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება იმისათვის, რომ დაშავებულებისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა ოპერატიულად მომხდარიყო.

აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენი კომპანია სრულად დაფარავს მკურნალობის ხარჯებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს თამაზ ტალახაძის სწრაფ გამოჯანმრთელებას.

გვსურს, დამატებით გაცნობოთ, რომ გვირაბის ჩამონგრევას ადგილი არ ჰქონია. გვირაბის საექსკავაციო ნაწილში მხოლოდ მცირე მოცულობის ქვა ჩამოვარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...