მსოფლიო
ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 15%-მა ვერ გადალახა
2017-07-27 12:48:12
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 15%-მა ვერ გადალახა.
როგორც მიმინოშვილი ამბობს, 2016 წლის ეროვნულ გამოცდებზეც მსგავსი შედეგი დაფიქსირდა.
აბიტურიენტები საკუთარი ნაშრომების ნახვის შემდეგ, შედეგების აპელაციისთვის 5-დღიანი ვადა ექნებათ.
ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეს 12 საათზე ზოგადი უნარების შედეგებით დაიწყო
კომენტარები