1 3 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რას იხსენებს და რაზე ალაპარაკდა 19 წლის მოკლული გოგონას ლექტორი


თბილისში, 19 წლის გოგონას მკვლელობამ ყველა შეძრა. ანა ხელაძის მკვლელობის ბრალდებისთვის, მისი ბიძაშვილი დააკავეს.

მოკლულ გოგონას ყველა დადებითად ახასიათებს. მის შესახებ წერენ არა მხოლოდ მისი მეგობრები, არამედ ლექტორებიც.

ანა ხელაძეს იხსნებს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ ზერეკიძეც.


“ამ დღეებში თავზარი დამცა გავრცელებულმა ინფორმაციამ სტუდენტი გოგონას საზარელი მკვლელობის შესახებ.

დღეს გავიგე, რომ თურმე საუბარია ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო, გამორჩეულ სტუდენტ გოგონაზე …

ანა, სემესტრის ბოლოს ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ერთმანეთთან განშორება. კათედრაზე დაფის ზედა კუთხეში თქვენ სამახსოვროდ დამიტოვეთ ნახატი-მოფარიკავე კაცუნა, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში უკვე სიმბოლური შინაარსის მქონე იყო .

მე შეგპირდით, რომ ამ ნახატს სექტემბრამდე არ წავშლიდი.

ახლა გპირდებით, რომ მე მას არასოდეს წავშლი!

ღმერთო! ჩემი წილი გზის დიდი ნაწილი ალბათ უკვე გავიარე. არასოდეს არ ყოფილა ეს გზა უეკლო, მაგრამ არავისთვის, მათ შორის შენთვისაც, დახმარება არ მითხოვია.

ახლა გთხოვ:
ღმერთო, უმკურნალე ჩემს სამშობლოს!”, – წერს მისი ლექტორი თამაზ ზერეკიძე.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები