1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი შეგნებულად იყო გაჩენილი - დეკანოზი გიორგი მამალაძე

სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი შეგნებულად იყო გაჩენილი - ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი მატროსოვის ციხიდან კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. მამა გიორგი მამალაძემ ადვოკატთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი ტაძარი ერთი წლის და 4 თვის წინ ძვირფასი ნივთებისა და ოქროს მოპარვის მიზნით, განგებ დაწვეს.

ხანძარი სამებაში პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობსა და დაკავებულ დეკანოზ შორის ურთიერთბრალდებების ახალი მიზეზი გახდა. ე.წ. ციანიდის საქმის ბოლო სხდომაზე პროკურორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნახანძრალის აღდგენისა და რემონტისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარის მითვისებას, ციხეში მყოფი მამა გიორგი ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ამ დრომდე არ დაუსრულებია. უწყებაში დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით „კურიერს“ კომენტარი არ მისცეს.

სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების თითქმის 80 პროცენტი დასრულებულია. უახლოეს მომავალში საბერძნეთიდან ბრები და მარმარილოს ფილები ჩამოვა, რადგან ხანძარმა კედლები და ჭერი სრულად გაანადგურა. 

http://rustavi2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...