1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქალაქო სასამართლოში შორენა თეთრუაშვილი იკითხება

ჩამოტვირთვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისმდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მივიდა. თეთრუაშვილს დღეს ე.წ.ციანიდის საქმეზე დაკითხავენ.

სასამართლო პროცესზე შესვლამდე შორენა თეთრუაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომლების დაკითხვაც. 

სკანდალურ მოწმესთან ერთად, დღეს დახურულ პროცესზე სინოდის წევრები და პატრიარქის სამდივნოს თანამშრომლებიც დაიკითხებიან. შესაძლოა, დღესვე მისცეს ჩვენება მეუფე იაკობმაც. 

პარალელურად, დღეს უნდა გახდეს ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ სარჩელზე და მიიღებს თუ არა მას წარმოებაში პირველი ინსტანცია.

საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი, რომელიც დეკანოზის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ეხება, არ მიიღო წარმოებაში, რაც ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები