1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსკოვიდან დაბრუნებული ადა მარშანია პირველ კომენტარს აკეთებს

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვიზიტი მოსკოვში დასრულდა. ცოტა ხნის წინ, ქართველი დეპუტატები თბილისში ჩამოფრინდნენ. 

 „უმძიმეს თემაზე იყო საუბარი რუსულ მხარესთან, რომელიც ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე. ეს არის ნატო-ს საკითხი და საქართველოს სწრაფვა ნატო-სკენ. ჩვენ დავაფიქსირეთ ის ფაქტი, რა დასამალია, რომ საქართველო თანამშრომლობს ნატო-სთან, ჩვენი ბიჭები იღუპებიან სხვადასხვა ცხელ წერტილში მსოფლიო მასშტაბით. მოხდა უპრეცენდენტო რამ, ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, რომ ამ საკითხებზეც სერიოზულად ვიმსჯელოთ და შევქმნათ ფორმატი საქართველო-ნატო-რუსეთი. რუსულმა მხარემ გვიპასუხა, რომ საინტერესო იდეაა“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ვლადიმირ პუტინის "ედინაია რასიას" და "კომუნისტური პარტიის" წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ რუს დეპუტატებთან საუბრისას ყურადღება ოკუპაციის პროცესის თაობაზე არ გაუმახვილებიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები