1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შეარჩიე სასურველი პირობის ავტო სესხი კიდევ უფრო მარტივად.

თითოეულ ჩვენგანს ხშირად გვიწევს გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯებთან გამკლავება. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად კარგად ვანაწილებთ ბიუჯეტს ან რამდენად გონივრულად ვხარჯავთ თანხას. ცხოვრებაში ყოველთვის ჩნდება მოულოდნელი ხარჯები, რაც დამატებით თანხას მოითხოვს. ასეთ დროს ყველაზე მოსახერხებელია სწრაფი ონლაინ სესხების მომსახურებით სარგებლობა, თუმცა აღნიშნული სერვისი მხოლოდ მცირე თანხის მიღების საშუალებას გვაძლევს, რაც შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს ჩვენს მოთხოვნას. როგორ უნდა მოვიქცეთ თუ შედარებით დიდი მოცულობის თანხა გვჭირდება? 

სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არის განკუთვნილი ავტო სესხის აღება, რომელიც საშუალებას გვაძლევთ სწრაფად მიიღოთ თანხა და მოაგვაროთ ფინანსური საკითხები. ავტო სესხი - ეს არის კრედიტი ავტომობილის უზრუნველყოფით, რომელიც ითვალისწინებს მანქანის კრედიტორზე გადაფორმებას თანხის დაფარვამდე, მაგრამ ვალდებულების შემდეგ თქვენს მფლობელობაში დარჩენას. მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლა: დაუკავშირდით საკრედიტო კომპანიას ან ბანკს, ის გაეცნობა თქვენი ავტომობილის მდგომარეობას და შეაფასებს ზოგადი მდგომარეობის მიხედვით. ამის მიხედვით დაადგენს კრედიტის თანხის ოდენობას. 

როგორია ავტო სესხის დაფარვის  პირობები? 

ავტო სესხების საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე – სარგებლობთ მანქანის მართვის უფლებით თუ აჩერებთ მას ავტოსადგომზე.

თუ სესხს ავტომობილის ტარების უფლებით იღებთ, სარგებლობთ სტანდარტული პირობებით - იხდით დაახლოებით 5%-ს ყოველთვიურად. იმ შემთხვევაში, თუ თანახმა ხართ მანქანა ავტოსადგომზე გააჩეროთ, იღებთ უფრო შეღავათიან პირობებს. ასევე, გაითვალისწინება ავტომობილის ტიპი მარჯვენა საჭიანია თუ მარცხენა, მცირე ზომისაა თუ არა და სხვა. დამატებითი ინფორმაცია ავტომობილის მფლობელობის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ მოქალაქის პორტალზე რეგისტრაციის გავლის მეშვეობით. 

სესხის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში  გეკისრებათ ჯარიმა, რომელიც გულისხმობს ერთჯერად გადასახადს, რომლითაც არ იფარება ძირი თანხა. თუ სესხის თანხას ვერ იხდით დროულად ავტომობილი შესაძლოა დარჩეს საფინანსო კომპანიის მფლობელობაში. გრძელვადიანი სესხები საშუალებას გაძლევთ თანხა შედარებით ხანგძლივი პერიოდით მიიღოთ. სესხის დაფარვის ვადები განსხვავება საკრედიტო კომპანიების მიხედვით. ძირითად შემთხვევაში კრედიტის პერიოდი 3 თვიდან 3 წლამდე მერყეობს. გამონაკლის შემთხვევებში ავტო სესხი  შესაძლოა გაიცეს ისეთი მოკლე ვადით როგორიც 1 თვეა, ან ისეთი ხანგრძლივი პერიოდითაც კი როგორცაა 120 თვე. 

კომპანიების ნაწილში შესაძლებელია გადავადების მომსახურებით სარგებლობა, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ  ვერ ახერხებთ ხელშეკრულებაში მითითებულ პერიოდში თანხის სრულად დაფარვას, შეგიძლიათ მოგვიანებით გადაიხადოთ თანხა. აღნიშნული სერვისით სარგებლობა დამატებით ხარჯებს უკავშირდება. ასევე შესაძლებელია კრედიტის დაფარვა ვადაზე ადრე, მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლოა დამატებით დაგეკისროთ წინსწრებით დაფარვის საკომისიო. ეს დამოკიდებულია საკრედიტო კომპანიის პირობაზე, რომელიც ყველგან სხვადასხვაა. 

რომელ კომპანიაში შეგვიძლია ავტო სესხის აღება საუკეთესო პირობით?

სატელევიზიო რეკლამებსა თუ სოციალურ ქსელში ხშირად გვთავაზობენ ავტო სესხს, რომელიც მანქანის ღირებულების 100 %-მდეა და მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. სწორი არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, რადგან მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, უკვე ბევრი საკრედიტო კომპანია გვთავაზობს ავტო სესხს. საჭიროა მათი პირობების გაგება და ერთმანეთთან შედარება, რაც დამატებით დროისთან არის დაკავშირებული. ვებგვერდი www.credy24.ge საუკეთესო დამხმარეა ასეთ დროს. აქ განთავსებულია სასარგებლო ინფორმაცია საკრედიტო პროდუქტებისა და კრედიტორების შესახებ. მოცემულია ავტო კრედიტის სხვადასხვა შემოთავაზება და პირობა. თქვენ შეგიძლიათ ერთ სივრცეში შეარჩიოთ სხვადასხვა ტიპის სესხი, ონლაინ რეჟიმში შეავსოს სესხის განაცხადის ფორმა და მარტივად მიიღოთ თანხა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...