1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დაგიდასტურებთ, რომ ჩემშიც არსებობდა გარკვეული კითხვის ნიშნები" - მღებრიშვილი დემურ სტურუას თვითმკვლელობაზე

  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი „იმედის კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეს გამოეხმაურა.

თავიდანვე გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას აწყობდა, რომ ეს ფაქტი დაბრალებოდა პოლიციელს. ის, რომ კითხვის ნიშნები არსებობდა, მე ახლა დაგიდასტურებთ თქვენ, რომ ჩემშიც არსებობდა გარკვეული კითხვის ნიშნები. ეს კითხვის ნიშნები გარკვეული პერიოდის შემდგომ გაუჩნდა გარდაცვლილის დედასაც.

 სასამართლომ გოდერძი თევსაძე გაამართლა. პროკურატურას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მაგრამ, ის, რომ პირველმა ინსტანციამ პოლიციელი გაამართლა, მე ეს მახარებს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები