1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მტკვარი, როგორც ნაგავსაყრელი...

    თბილისში მტკვარი დაბინძურებულია. მდინარეს დიდი ოდენობით ნაგავი, მათ შორის პლასტმასის ბოთლები, ხის ტოტები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოაქვს.  

 "ფეისბუქის" მომხმარებლები დაბინძურებული მტკვრის ფოტოებს და ვიდეოებს აქვეყნებენ, განსაკუთრებით შეწუხებულია  მოსახლეობის ის  ნაწილი, რომლებიც მიმდებარედ ცხოვრობენ , რადგან მდინარის ნაპირთან მძაფრი სუნია 

  აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში  შპს "თბილსერვის ჯგუფის" პირველი მოადგილე  დავით დოლიძე გამოეხმაურა : 

"მერია ვერაფერს ვერ იზამს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მტკვრის გაწმენდას არ ახორციელებს "თბილ სერვისჯგუფი" და შეასაბამისად ეს ნაგავი რაც ჩამოდის რეგიონებიდან მერიის ბრალი ნამდვილად არ არის და ვერანარი ტექნიკური საშუალებით ესეთ მიმავალ ნარჩენს ვერ გაწმინდავთ, თუ არ დაუხვედრებთ ყოველდღე შესაბამის ბადეებს ან ტექნიკურ საშუალებებს ყოველდღიურად, პრობლემა ის არის რო ნარჩენს მტკვარში ყრის მოსახლეობა ყოველდღიურად და ამაზე არავინ არ საუბრობს... მარტივია ყველაფერი მერიას დააბრალო" წერს დავით დოლიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები