1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმი შეხვედრა ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლეებთან

2017 წლის 8 ივლისი 

დასაწყისი 18:00 საათზე

 

ვახტანგ ჭაბუკიანის პედაგოგიური მოღვაწეობა არამარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც ცნობილია. ახალგაზრდა თაობების აღმზრდელი, მთელი ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი, იგი ზრდიდა არა მხოლოდ ქორეოგრაფიული სტუდიის ფარგლებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავისი სპექტაკლების დადგმის დროსაც.

ვახტანგ ჭაბუკიანის ბიორგაფია მდიდარი და მრავალფეროვანია. 1935 წელს ჭაბუკიანი მიიწვიეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ბალეტის დასადგმელად. ბალეტის დამდგმელმა ვ. ჭაბუკიანმა და სპექტაკლის დირიჟორმა ევ. მიქელაძემ (მხატვ. ს. ვირსალაძე) ბევრი შრომა მოანდომეს ა. ბალანჩივაძის  პირველი ქართული ბალეტის “მზეჭაბუკის” შექმნას. 1936წ. 26 დეკემბერს “მზეჭაბუკის” პრემიერა შედგა. 1938 წ. ლენინგრადში წარმოდგენილი იქნა სახეშეცვლილი “მზეჭაბუკი”, ახალი სახელით “მთების გული”. 1941 წელს ვახტანგ ჭაბუკიანი თბილისში ბრუნდება და ცხოვრების ბოლომდე რჩება. 1958 წელს დიდ თეატრში “ოტელოს" პრემიერა შედგა. ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმულ და შესრულებულ”ოტელოს” – “ქართული ხელოვნების ტრიუმფი” უწოდეს. თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ვახტანგ ჭაბუკიანმა მრავალი საბალეტო დადგმა განახორციელა: “ბოლერო", “პოემა-ბალეტი”, ”განთიადი”, ”ჰამლეტი”, “აპასიონატა”. ჭაბუკიანის  თეატრი გასაოცარი წარმატებით   მოგზაურობდა როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში. 

2017 წლის 8 ივლისს გამართულ ღონისძიებაზე  „ცეკვის ჯადოქრად“ წოდებული მაესტროს - მოსწავლეები, გაიხსენებენ ვახტანგ ჭაბუკიანთან ურთიერთობის მნიშვნელოვან, საინტერესო და ისტორიისთვის უცნობ დეტალებს, მისი ცხოვრების ეპოზოდებსა და სცენის მიღნა დარჩენილ ისტორიებს.

ტატიანა ვეჩესლოვა იგონებდა: „მისი ფრენა არწივის ფრენას ჩამოჰგავდა, ის ნახტომიდან სცენაზე კი არ ეცემოდა, ნელა ეშვებოდა და მხოლოდ იმისთვის, რომ კვლავ აფრენილიყო“… 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ყუფუნია, მეგი ჩიქოვანი, ლია ომიაძე - ბახტაძე, ქეთი ბაქრაძე, ქეთი მოწონელიძე, ნანა სანაძე, ქეთინო მუხაშავრია, მაია ალფაიძე, ლელა ალიბეგაშვილი, ზაქრო ამონაშვილი და სხვა.

საღამოს წამყვანი: მარინა კახიანი

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ N 83/23.

599 14 71 68  ირინა შენგელია

https://www.facebook.com/tbilisimuseums/

http://tbilisimuseumsunion.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...