1 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს

   „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გოჩა კოკაიასთან, სამართალდამცველები საგამოძიებო ოპერაციას ატარებენ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბინაში 4 სამართალდამცველი იმყოფება და როგორც ტელევიზიას "ნაციონალურ მოძრაობაში" აცნობეს, ჩხრეკა ყალბი დოკუმენტების გამო მიმდინარეობს. 

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოჯახში ერთ საათზე მეტია რაც გრძელდება, თუმცა, დოკუმენტები პოლიციამ ამ დრომდე ვერ აღმოაჩინა.

ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატი, გოგა ონიანი იმყოფება.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები