1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა. 06-ის მარკის ავტომანქანა კომბაინს შეეჯახა, რის შედეგადაც 06-ის მძღოლი და ავტომანქანაში მყოფი ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განახადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები