1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, სადგურ სამტრედია II -ში დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით" - საქართველოს რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზაში“ „სამტრედია II“ -ში დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საინფორმაციო საშუალებებით და სოციალური მედიით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია,  სადგურ სამტრედია II -ში დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.  გვინდა განვაცხადოთ, რომ ალერგიული სიმპტომები მხოლოდ რკინიგზაში მომუშავე პირებს არ აღენიშნებათ და არანაირად არ უკავშირდება მათ შრომით პირობებს. მსგავსი ჩივილებით სამტრედიის მოსახლეობა, ზაფხულის ცხელ პერიოდში, ხშირად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს. 

სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან მოწვეული იქნა ჯანდაცვის სამინისტროს  და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და მათი დასკვნის საფუძველზე შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ აღნიშნული ალერგიული ფონი მწვავდება  ზაფხულში- ივლისისა და  აგვისტოს პერიოდში, რაც დაკავშირებულია სავარაუდოდ მცენარეების ყვავილობასთან.  

სპეციალისტთა დასკვნით რადიაციული ფონი არ არსებობს. ამასთანავე შეგახსენებთ რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული დაზღვევით სარგებლობს ყველა თანამშრომელი,მათ საშუალება აქვთ სამტრედიაშივე მიმართონ პროვაიდერ კლინიკებს, სადაც მომსახურებას გაუწევენ კვალიფიციური სპეციალისტები. 

რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზაში" დასაქმებულთა სამუშაო პირობებს; გაცნობებთ, რომ  ელმავლებში, სადგურებში, სხვადასხვა საამქროსა თუ დეპოებში, მუდმივად ხდება პირობების გაუმჯობესება, შეძენილია და მოძრაობს თანამედროვე ელმავლები, რომელიც აღჭურვილია  გათბობა-გაგარილების სისტემით და ყველა იმ აუცილებელი პირობით რაც მემანქანეს სჭირდება. პერსონალს დაურიგდა სპეც ტანსაცმლი.   ხოლო ლიანდაგის მონტიორებს, ზეინკლებს, ელ. მომარაგებისა და სხვა  მუშაკებს, ვისაც უშუალოდ გარეთ უწევთ სამუშაოების შესრულება,  საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით  შეეცვალათ მუშაობის გრაფიკი“,- აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...